"ჩაკვეტაძე უოტფორდის დონეს უკვე გასცდა და მას შემდეგ საფეხურზე ასასვლელად კარგი ტრანსფერი სჭირდება. გოლებისა და საგოლე გადაცემების თვალსაზრისით გიორგისთან ველი უფრო მეტს, სხვა მხრივ კი ის "ყვითლების" ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა. არ გამიკვირდება, რომ ის დაიმატოს პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბმა, მაგალითად, ლესტერმა.
უფრო ძლიერი თანაგუნდელების გვერდით ქართველი შემტევი ნახევარმცველი კიდევ უფრო მოუმატებს. მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ლონდონელთა ფლეიმეიქერმა ჩემპიონშიპი მალე უნდა დატოვოს", - განაცხადა "ვილანების" ყოფილმა შუახაზელმა.











