თუ თვლი, რომ პრემიერ ლიგის ფენტეზიში ცუდი კვირა გქონდა, მაშინ ეს ფაქტი გაგამხნევებს - არსენალთან მატჩის წინ, ჯეიმს ჯასტინმა თავისივე ფენტეზის გუნდში საკუთარი თავი სკამზე დატოვა, მოგვიანებით კი დუბლი შეუსრულა მეთოფეებს!
თუ მაინც ასე ფიქრობ, სრულიად სამართლიანად:
● პალმერმა პირველივე ტაიმში შეასრულა პოკერი. მაშინ როდესაც, სრულიად ლოგიკურად მის ნაცვლად ვაილდქარდით საკა ავიყვანეთ;
● ბევრ ჩვენგანს ჰყავდა არსენალის ე.წ. “დაბლ დიფენსი”, მეთოფეებმა კი ორი გოლი გაუშვეს მატჩში, სადაც ლესტერის xG 0.32 იყო;
● საკამ 4 დიდი შანსი შექმნა, მისმა თანაგუნდელებმა ყველა გააცუდეს;
● გაბრიელმა ე.წ. დიდი შანსი ვერ გამოიყენა, ასისტენტი საკა იქნებოდა;
● პირველი მატჩი იყო, როდესაც ჰოლანდს საგოლე მოქმედება არ ჰქონია;
● გოლი გვარდიოლმა გაიტანა, მიუხედავად იმისა, რომ რიკო იკავებდა შეტევით პოზიციებს - ჩემპიონთა ლიგაზე ვნახეთ რა შეუძლია ლუისს.
● DCL-მა ვერცერთ გოლში ვერ შეიტანა წვლილი, სამაგიეროდ ბარათი მიიღო;
● ორ გოლთან ერთად სალიბამ ყვითელი ბარათიც მიიღო და 0 ქულა დაწერა;
● ბრუნო საეჭვო ვითარებაში გააძევეს. მანჩესტერს გასაჩივრება დაუკმაყოფილეს, მაგრამ ეს შვება არაა მათთვის, ვინც პორტუგალიელს ენდო.
საინტერესოა, რომ ბრუნო პორტუს წინააღმდეგ მატჩშიც გააძევეს.
● ვუდმა მატჩი კვლავ საგოლე მოქმედების გარეშე დაამთავრა;
● ვილამ ვერც იფსვიჩის წინააღმდეგ ვერ შეინახა კარი მშრალად, საერთოდაც პრეიმერ ლიგაში ყველა მატჩში გაუშვა გოლი, თუმცა ლიგაზე ბაიენრთან უგულოდ გამოძვრა.
⚫️ ნიუკასლი xG (1.69) 1-1 (0.82) სიტი xG 🔵
🔵 KDB_ისა და როდრის არ ყოფნაში, ჰოლანდს იშვიათად ექმნებოდა შანსები.
🔵 გუნდოგანი უსუსურად გამოიყურებოდა, ეგოისტური ქმედება, რომ არა ჰოლანდს მეკარესთან პირისპირ დატოვებდა.
⚫️ სიტის ინიციატივას დაბრუნება გაუჭირდა, “კაჭკაჭებმა” სიტის მოსალოდნელი გოლების ინდექსითაც კი აჯობეს.
🔵 ჩელსი (3.40) 4-2 (1.22) ბრაიტონი 🔵
🔵 ბრაიტონის მაღალი თამაშგარის ხაზი სრული კრახით დამთავრდა, ჩელსიმ 4 დიდი შანსი შექმნა 18-22 წუთების შუალედში, ეს ე.წ Red Flag უნდა ყოფილიყო ჰურცლერისთვის.
🔵 ჯექსონი არ ყოფილა მწვავე, კვლავ მოუკლო ფინიშისას, გაანიავა შექმნილი მომენტები;
🔵 ჩელსიმ ორივე გოლი სანჩესის შეცდომის შედეგად გაუშვა.
🔫 არსენალი (4.37) 4-2 (0.32) ლესტერი 🦊
🔫 საკას ფატალურად არ უმართლებდა, გასაოცარი მატჩი ჰქონდა, თუმცა საგოლო მოქმედების გარეშე. 8 საკვანძო პასი გააკეთა, 4 დიდი შანსი შექმნა და 8 წარმატებული დრიბლინგი შეასრულა 12 მცდელობიდან.
🔫 ჰავერცს გოლის ეპიზოდში გაუმართლა, მანამდე 3 დიდი შანსი გააცუდა.
🔫 კალაფიორი და ტიმბერიც ძალიან მწვავედ უტევდნენ.
✍️ FPL რჩევა:
საუთჰემპტონთან საშინაო მატჩის წინ საკას გაყიდვა რეკომენდირებული არაა.
🐝 ბრენტფორდი (0.45) 1-1 (0.71) ვესტ ჰემი ⚒️
🐝 მბუმო კვლავ მთავარი მოქმედი პირია, ფუტკრებს 4 დარტყმა ჰქონდათ საჯარიმოს შიგნიდან, საიდანაც 3 მბუმოს ანგარიშზეა.
🐝 ვან დერ ბერგმა (£4.0) კვლავ სასტარტოში დაიწყო, ამჯერად 4-მცველიან ფორმაციაში.
✍️ FPL რჩევა
მბუმოს ყიდვა ასეთი კალენდარის ფონზე აუცილებელია. მოერიდეთ “ჩაქუჩებს”
🍬 ევერტონი (0.91) 2-1 (0.85) კრისტალ პალასი 🦅
🍬 ბრანსვეითთან ერთად ევერტონის დაცვითმა სოლიდურობამ მოიმატა.
🍬 DCL_ი ახლოს იყო გოლის გატანასთან. მიკოლენკომ 1 დიდი შანსი შექმნა.
🦅 არწივები საშინელ ფორმაში არიან, შეტევაში სიმწვავე აკლიათ დაცვაში სოლიდურობა.
✍️ FPL რჩევა:
მოიშორეთ პალასის ყველა ფეხბურთელი - ეზე, მატეტა, ჰენდერსონი და ა.შ.
🐺 ვულვზი (0.64) 1-2 (2.86) ლივერპული 🔴
🔴 დიასი და ჯოტა ცვლიდნენ პოზიციებს. კოლუმბიელი ოდნავ სიღრმიდან თამაშობდა.
🔴 სალაჰმა თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა, კარგი მატჩი არ ჰქონია, ბევრჯერ არადამეჯერებელი იყო. თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ დიდებულად გამოიყურებოდა.
🐺 ვულვზი კვლავაც არ ყოფილა ცუდი, მგლებს არ გაუმართლათ კალენდარში,
✍️ FPL რჩევა
დიასი კარგად არ გამოიყურებოდა, უფრთხილდით როტაციას მითუმეტეს UCL_ის მერე. შესაძლოა დედლაინამდე გაჟონოს ინფორმაციამ კოლუმბიელი ძირითადშია თუ არა.
👿 მანჩესტერი (0.98) 0-3 (5,44) ტოტენჰემი 🐔
👿 სანამ ტენ ჰააგია “საჭესთან” იუნაიტედს არ გაეკარო. ეშმაკებიდან მხოლოდ გარნაჩო გამოირჩეოდა, 3 დარტყმა ჰქონდა საჯარიმოს შიგნიდან, ძელსაც გაარტყა.
🐔 მედისონი, ჯონსონი, კულუშევსკი სამივე საოცრად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით შვედი, 9 მომენტი შექმნა, საიდანაც 3 დიდი შანსი იყო. ჯონსონს 5 მატჩია გააქვს.
🐔 ძალიან საინტერესოა - სოლანკე გვიან ადის წინ. კონტრიერიშის დროს, უპირატესად ფლანგელები ქმნიან ხიფათს. თუმცა სტატიკურ იერიშებში დომი ბრწყინვალე იყო.
✍️ FPL რჩევა
მოიშორეთ მანჩესტერის ფეხბურთელები. კულუ, ბრენანი, მედერსი, სოლანკე თითოეული მათგანი ძალიან საინტერესოა, მითუმეტეს იოლი კალენდარი ელით.
🔵 იფსვიჩი (1.45) 2-2 (0.88) ასტონ ვილა 🔴
🔵 დელაპი სახიფათო იყო, ერთი დიდი შანსი ვერ გამოიყენა ახლოს იყო ჰეთთრიქთან.
🔵 დეივისიც გამოირჩა. კუთხურებს აწვდიდა მარჯვნიდან. 3 დიდი შანსი შემქნა და 7 საკვანძო პასი გააკეთა. მიუხედავად ორი გოლი გაშვებისა 1 ბონუს ქულა მაინც დაწერა.
🔴 როგოც ჩანს ვილამ ძალები ბაიერნისთვის შემოინახა.
✍️ FPL რჩევა
იფსვიჩს იოლი კალენდარი ელის წინ, შესაძლოა დელაპი, ჟოაო პედროს საინტერესო შემცვლელი იყოს.

მე-7 ტურის მიმოხილვა
მე-6 ტურს ვაილდქარდითა და დიდი მოლოდინებით შევეგებეთ, თუმცა რაც უფრო მალე დავივიწყებთ განვილ მატჩებს მით უკეთესია. ტოტალური უიღბლობა ბევრი მიზეზით იყო გამოწვეული, რის შესახებაც ზევით უკვე დავწერეთ. ახლა დროა მომავლის მატჩებზე კონცენტრირდე.
თუ წინა ტურში ვაილდქარდი გამოიყენე, ე.ი მე-7 ტურში კარგი გუნდი გყავს, ამიტომ საჭირო არაა “უპალმერობით” გამოწვეულ პანიკას აჰყვე, მინუსები აიღო და გუნდი არიო, სჯობს ერთი ტურიც მოიცადო.
ამ მიმოხილვაში არსებული ინფორმაცია, მე-7 ტურის სირთულებთან გასამკლავებლად დაგეხმარება.
Cold Palmer
თუ კოულ პალმერი (£10.7) შენს ვაილდქარდის გუნდში ვერ მოხვდა, თავს ნუ დაიდანაშაულებ. გაიხსენე საუთგეიტს პალმერი გუნდში ჰყავდა, თუმცა ძირითადს მიღმა ტოვებდა, რაც ინგლისის ნაკრებს ტიტულის ფასად დაუჯდა.
ის პრემიერ ლიგის მენეჯერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ფეხბურთელია, შესაძლოა ჰოლანდზე (£15.3) მეტადაც კი. თუ მისი ყიდვა მარტივად შეგიძლია, რა თქმა უნდა, კარგი გადაწყვეტილებაა - სჯობს იყიდო, მაგრამ თუ მინუს ქულების აღება გიწევს, სანამ რადიკალურ ნაბიჯებს გადადგავ, კარგად დაფიქრდი.
პალმერის საყიდლად ერთ-ერთი პოპულარული სვლა საკას (£10.1) გაყიდვაა,
რომ არა ლესტერის მეკარის ჰეროიკული ქმედებები, ბუკაიოს შესაძლოა ასისტების პოკერი ჰქონოდა. თანაც ამ ტურში არსენალი შინ "წმინდანებს" დაუხვდება, სოტონი კი მწყობრი დაცვით არ გამოირჩევა და დამსახურებულად იკავებს მე-19 ადგილს.
ნამდვილად გინდა საკას გაყიდვა ასეთი მატჩის წინ ?
პალმერთან დაკავშირებით ფაქტებს გაგიზიარებ, რაც დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში:
● მატჩი სტემფორდ ბრიდჯზეა, შესაძლოა პალმერის მორიგი შოუ ვიხილოთ;
● მიმდინარე სეზონში მხოლოდ ტოტენჰემმა შექმნა ჩელსიზე მეტი დიდი შანსი (BCC), მათგან 7 პალმერის ანგარიშზეა, მხოლოდ საკას აქვს უკეთესი მაჩვენებელი;
● მიმდინარე სეზონში ნოტინგჰემს 5 გოლი აქვს გაშვებული, ამ მაჩვენებლით ფორესტზე უკეთესი მხოლოდ ლივერპულია.
● მე-8 ტურში ჩელსი ლივერპულთან ითამაშებს გასვლით მატჩს, მერსესაიდელები კი ამ სეზონში შესაშური დაცვითი მაჩვენებლებით გამოირჩევიან. კოულმა ლივერპულის წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა, საგოლე მოქმედება ჯერ არ ჰქონია.
მომდევნო 2 მატჩი:
პალმერი - NFO (H), LIV (A)
საკა - SOU (H), BOU (A
City Time
სეზონის სტარტზე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 7 ტურის შემდეგ ფილ ფოდენის ფასი £9.2 იქნებოდა და გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ფენტეზის მენეჯერების მხოლოდ 5.2%-ს ეყოლებოდა გუნდში. დიდია იმის ალბათობაც, რომ ეს 5.2%-იც ფენტეზის იმ მოთამშეებისგან შედგება, რომლებიც იმდენად ინერტულები არიან, რომ ჯერ ვერ მოიცალეს ფილის გასაყიდად.
მაშინ როდესაც ყველა საკასა და პალმერზე საუბრობს, შესაძლოა, მე-7 ტურის მთავარი ფეხბურთელი კულისებს მიღმა იმალება. ფოდენი რომ ფორმას იბრუნებს ეს სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გურამ კაშიამაც იწვნია.
დიდი ალბათობით, შემდეგ მატჩს ინგლისელი უკვე სასტარტოდან დაიწყებს. თუ გასულ სეზონს ყურადღებით ადევნებდი თვალს, მაშინ გემახსოვრება, როგორი სახიფათო იყო ფილი, როდესაც ტრავმირებული KDB-ის პოზიციაზე თამაშობდა. მე-7 ტურში ექსპერტები ფოდენს, დე ბრუინის ამპლუაში ელიან.
რიკო ლუისი (£4.7) ფენტეზის მენეჯერების მხოლოდ 12%-ს ჰყავს. აშკარაა, რომ ახალგაზრდა ინგლისელი პეპის ფავორიტია, მით უმეტეს, როდრის არ ყოფნაში გვარდიოლმა ის ცენტრში გადმოწია. ნიუკასლთან რიკო წინ იყო აწეული, თუმცა ხიფათს ვერ ქმნიდა, სამაგიეროდ, გასაოცარი პერფორმანსი ჰქონდა ლიგაზე, სადაც მოსალოდნელ გოლში ჩართულობის ინდექსი xGI - 1.61 ჰქონდა, რაც ნებისმიერი ამპლუის ფეხბურთელისთვის შესაშური მაჩვენებელია.
ლუისმა 3 დიდი შანსი შექმნა. მისმა თანაგუნდელებმა მხოლოდ ერთი გარდასახეს გოლად.
მისი შეტევითი პოტენციალისა და ფასის გათვალისწინებით, რიკო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აქტივია.
რიკო ლუისი vs სლოვანი

ეს კი სიტის მომდევნო 5 მატჩია: FUL (H), WOL (A) SOU (H) BOU (A), BHA (A)
ბრენან ჯონსონი და სპურსის შემტევები
დაახლოებით 3 კვირის წინ უელსელს კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხეს თავს. ბრენანმა სოც.მედია პლატფორმები დროებით გააუქმა, ფანების უკმაყოფილება კი გოლების სერიაში გადათარგმნა, ჯონსონს ზედიზედ 5 მატჩია გააქ.
არ ვიცით, რამ განაპირობა ბრენან ჯონსონის (£6.4) ასეთი მეტამორფოზა, მაგრამ ფაქტია უელსელმა გასაოცარი ფორმა აკრიფა:
vs ქოვენთრი ⚽️
vs ბრენტფორდი ⚽️
vs ყარაბახი ⚽️
vs მანჩესტერ იუნაიტედი ⚽️
vs ფერენცვაროში ⚽️
სპურსი კონტრიერიშებზე ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გუნდია, ბრაიტონის თამაშგარის ხაზის სრული ფიასკო კი წინა ტურში უკვე ვნახეთ, თუ “თოლიებმა” კვლავ უერთგულეს მაღალ ბლოკს, მაშინ ეს ტოტენჰემის სწრაფი ვინგერებისთვის იდეალურ პლაცდარმს შექმნის.
ორივე გუნდს ზევით აწეული თამაშგარის ხაზით თამაში სჩვევია, ამიტომ ამ მატჩში ბევრ გოლს უნდა ველოდოთ.
ჯონსონთან ერთად შეგიძლიათ განიხილოთ - დომ სოლანკე (£7.6), ჯეიმს მედისონი (£7.5), დეკი კულუშევსკი (£6.2).
ეს კი სპურსის მომდევნო 5 მატჩია: BHA (A), WHU (H) CRY (A) AVL (H), IPS (H)
ვილანები
მიუნხენის ბაიერნთან ტრიუმფის შემდეგ ასტონ ვილა, შინ დემორალიზებულ მანჩესტერ იუნაიტედს დაუხვდება. მატჩის ირგვლივ ბევრი საინტერესო ფაქტია, რაც სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება:
ვილას ორივე ფორვარდმა შეუჩერებელი ფორმა აკრიფა, ოლი ვოტკისნმა (£9.1) ბოლო 4 მატჩში 35 ქულა დაწერა, დურანის (£6.2) ანგარიშზე კი 2-ჯერ უფრო ნაკლები სათამაშო დრო და 19 ქულაა. მორგან როჯერსმა (£5.2) ბოლო ორ ტურში 17 ქულას მოუყარა თავი.
საეჭვოა ონანას, ბეილის, რემზის თამაში. გარდა ამისა ასტონ ვილას მაკგინი და კამარაც ლაზარეთში ჰყავს. შუა ხაზში შესაძლოა, ვილანებს სერიოზიული დანაკლისი ჰქონდეთ, ამიტომ სჯობს პრესკონფერეციას დაელოდო.
ბრუნო ფერნანდესი ევროპის ლიგის მატჩზეც გააძევეს, ამჯერად, დამსახურებულად. ვილასთან ბოლო 3 პრემიერლიგური თამაშიდან, იუნაიტედმა სამივე მოიგო, ისე რომ ვოტკინსს საგოლე მოქმედება არცერთში არ ჰქონია.
რჩევები:
შესაძლოა არნოლდისა და რობერტსონისთვის ბოლო მშრალი მატჩია. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც როტაციის რისკის ქვეშა არაა - სალაჰია. მერსესაიდელების სხვა შემტევების სათამაშო დრო სათუოა. ამ პერსპექტივის გათვალისწინებით, შემდეგ ტურში TAA-ს და დიასის გაყიდვით, ყველაზე მარტივად გადაინაცვლებ პალმერზე;
იდეალური ტურია არსენალის “დაბლ დიფენსისთვის”, მეთოფეებს მშრალად შენახული კარის ყველაზე მაღალი ალბათობა აქვთ. ფენტეზის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა კალიფიორი, სახიფათო კი ცხადია, გაბრიელია;
ლივერპულისა და არსენალის დაცვის ხსენების კვალდაკვალ, ამ ტურში ჩვენი ფავორიტი მცველების სიას აგვირგვინებს სიტის მცველიც - ლუისი ან გვარდიოლი;
მაკნილმა ბოლო 4 ტურში, 36 ქულა დააგროვა. მისგან და დომინიკ კალვერტ ლუინისგან ველით მორიგ საგოლე ქმედებებს;
ტენ ჰააგის შემდეგ, ლოპეტეგი პოსტის დატოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიადტია, მიუხედავად ხელსაყრელი მეტოქისა, ვესტ ჰემისგან განსაკუთრებულს არაფერს არ უნდა ველოდოთ. სჯობს თავი შეიკავო კუდუსის ან ბოუენის ყიდვისგან;
ვილდქარდის შემდეგ ოპტიმალური გადაწყვეტილება ტრანსფერის შენახვაა, თუ რა თქმა უნდა, პალმერის ყიდვისთვის არ გჭირდება;
ოპტიმალური თერთმეტეული - რაია, არნოლდი, გაბრიელი, ლუისი, პალმერი/საკა/სალაჰი, მბუმო, სემენიო, როჯერსი, დიასი, ჰოლანდი, სოლანკე/ვოტკინსი/ჰავერცი.
ასევე - მაკნილი, ბრენანი, დეივისი, კულუშევსკი.
კაპიტანი
ჰოლანდი, საპროგნოზო ქულა - 8,8
წინა ტურსი არ გაუტანია, წესით დამატებითი მოტივაცი უნდა ჰქონდეს.
პალმერი, საპროგნოზო ქულა - 7,8
ტოპ ფორმაშია, თუმცა კარგ დაცვას ეთამშება.
საკა, საპროგნოზო ქულა - 7,5
სტაბილურია თუმცა არ ახასიათებს განსაკუთრებით მაღალი ქულები.

როგორ გავწევრიანდე LaGazzetta-ს ლიგაში?
ლიგის არჩევის გვერდზე, შეიყვანე LaGazzetta-ს ლიგის კოდი: cuikc0 ან გადადი ამ ბმულზე.
ავტორი: გიორგი მახარაძე