ლივერპულმა ახალი სეზონის დაწყების წინ, ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა. მოწინააღმდეგე იყო ბილბაოს ატლეტიკი, რომელსაც მერსისაიდელებმა 3:2 მოუგეს. მასპინძელთა კარს იცავდა გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ენფილდზე თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველმა მეკარემ გაუშვა ორი გოლი, თუმცა ორი სეივის განხორციელებაც მოახერხა. ბასკებთან მატჩით დასრულდა "წითლების" წინასასეზონო მზადება, უახლოესი განრიგი კი ასეთია: 10 აგვისტოს ინგლისის სუპერ თასის შეხვედრა კრისტალ პალასთან, 15 აგვისტოს კი ჩემპიონატის პირველი ტური ბორნმუთთან.









