რეალ მადრიდის ყოფილმა მცველმა, მიჩელ სალგადომ პარის სენ-ჟერმენზე ისაუბრა. ვეტერანმა აღნიშნა, თუ რამხელა შრომა გასწია ლუის ენრიკემ პსჟ-ში. ამის გარდა, ყოფილმა ესპანელმა უკანახაზელმა გამოარჩია უსმან დემბელე და მეტოქის პრესინგის უნარით ის ტოპ მცველებს შეადარა.
"გასული სეზონის დაწყებამდე ყველა საუბრობდა მბაპეს წასვლაზე, თუმცა ენრიკემ სრულიად ახალი პარის სენ-ჟერმენი შექმნა. ეს გუნდი ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე დამოკიდებული აღარ არის. პსჟ არის ერთ მუშტად შეკრული, თითოეული ფეხბურთელი შრომობს, როგორც შეტევაში, ისე დაცვაშიც.
ლუისს შეუძლია თავისი შეგირდების მოტივირება და დემბელე ამის ნათელი მაგალითია. ის გარემარბია, თუმცა პრესინგში როგორც ნამდვილი ტოპ მცველი მიდის. ასეთი მოთამაშის პრესინგზე დაყოლიება მხოლოდ გამორჩეულ სპეციალისტს შეუძლია"









