მატჩამდე ერთი დღით ადრე, ქართული და მილანური კლუბის ფეხბურთელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მატჩზე ისაუბრეს.
კახა კალაძე: "მადლობას ვუხდი ამ თამაშის ორგანიზატორებს, რადგან მსგავსი ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ინტერის წინააღმდეგ თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. წლების განმავლობაში, ინტერის მოწინააღმდეგე ვიყავი, თუმცა ხვალ ამხანაგური მატჩი იქნება. ინტერთან გოლის გატანა კიდევ ერთხელ მინდა, მაგრამ ეს როგორ უნდა ვთქვა, როცა გუნდში არველაძე, ქინქლაძე, იაშვილი, კობიაშვილი, ქეცბაია და სხვები გვყავს."
აჩი არველაძე: "დარწმუნებული ვარ, ჩვენს სტუმრებს სტადიონი და ატმოსფერო ძალიან მოეწონებათ და კარგ დროს გაატარებენ. ხვალინდელ მატჩს გამარჯვებული არ ეყოლება, მთავარია სიამოვნება მივიღოთ. წლების განმავლობაში, სავსე ტრიბუნისგან უდიდეს ემოციებს ვიღებდით, ეს ემოციები ახლა მოკლებული გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ხვალ სავსე ტრიბუნებს ვიხილავთ."

მარკო მატერაცი: "მოხარულები ვართ, რომ ბათუმში ვიმყოფებით და ასეთ ღონისძიებაზე ვითამაშებთ. სტადიონი ვნახეთ, მომეწონა და ვიცი, რომ ხვალ სავსე იქნება. საფეხბურთო კარიერის დროს, კალაძის მოწინააღმდეგე ვიყავი. ბედნიერი ვარ, რომ ის კიდევ ერთხელ ვნახე, მაგრამ ამჯერად, უკვე დაბერებულები ვართ."
ხავიერ ძანეტი: "დიდი იმედი მაქვს, გულშემატკივარი ხვალინდელი თამაშით სიამოვნებას მიიღებს, ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გულშემატკივარი ვასიამოვნოთ. მადლობას ვუხდი ქართველებს აქ მოწვევისთვის, ვფიქრობ, ეს მატჩი ქართული ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი იქნება".









