პირველი მატჩს პორტუგალიელები უმასპინძლებენ. არტეტას გუნდი ამ შეხვედრას საოცარ ფორმაში ხვდება, „მეთოფეებს“ 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ამ დროში კი გუნდმა 21 გოლის გატანა მოახერხა. არსენალი საჩემპიონო რბოლაშია, არტეტას გუნდი პრემიერ ლიგაში 55 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ ლივერპულს ორი ქულით ჩამორჩება (კლოპის გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული).
საჩემპიონო რბოლაშია პორტოც, თუმცა მათი საქმე არც ისე მარტივადაა - კონსეისაოს გუნდი 48 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება, მეორე ადგილოსან სპორტინგთან ჩამორჩენა 4, ხოლო ლიდერ ბენფიკასთან 7 ქულაა. არსენალის მსგავსად, ამ მატჩს პორტოც გამარჯვებით ხვდება.
სერჟიო კონსეისაო (პორტოს მწვრთნელი): “არსენალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია. მათ ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავთ, არტეტა კი ძალიან კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდა. ჩვენ მართალია ამ ტურნირზე თამაშის დიდი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ მხოლოდ ამის იმედზე ვერ ვიქნებთ. ჩვენ რთული მატჩი გველის, თუმცა ჩემი ბიჭების იმედი მაქვს.“

მიკელ არტეტა (არსენალის მთავარი მწვრთნელი): “წინ ძალიან რთული მატჩი გველის. პორტოს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ასევე მათ ზურგს გულშემატკივრებიც გაუმაგრებენ. ეს იქნება რთული და ინტენსიური შეხვვედრა, სადაც ყურადღებით თამაში მოგვიწევს.“

პორტოს ბოლო 5 მატჩი: პორტო-ესტრელა 2:0, აროუკა-პორტო 3:2, პორტო-რიუ ავე 0:0, ფარენსე-პორტო 1:3, პორტო-მორეირენსე 5:0.
არსენალის ბოლო 5 მატჩი: ბარნლი-არსენალი 0:5, ვესტ ჰემი-არსენალი 0:6, არსენალი-ლივერპული 3:1, ნოტინგემ ფორესტი-არსენალი 1:2, არსენალი-კრისტალ პალასი 5:0.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): არსენალი-პორტო 5:0, პორტო-არსენალი 2:1, პორტო-არსენალი 2:0, არსენალი-პორტო 4:0, პორტო-არსენალი 0:0.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
პორტო: კოშტა, ჟოაო მარიო, პეპე, ოტავიო, ზაიდუ, ვარელა, ნიკო, კონსეისაო, პეპე, გალენო, ევანილსონი.
დანაკლისი: ტარემი
არსენალი: რაია, უაითი, სალიბა, მაგალაეში, კივიორი, ოდეგორი, რაისი, ჰავერცი, საკა, ტროსარი, მარტინელი.
დანაკლისი: ტიმბერი, გაბრიელ ჟესუსი.
პორტო - არსენალი;
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი;
21 თებერვალი, 23:55 (თბილისის დროით);
ესტადიო დო დრაგაო, პორტო;
მთავარი მსაჯი: სერდარ გოზობუიუკი (ნიდერლანდები);

![[პრევიუ] არტეტას გუნდი დრაგაოზე ფავორიტის სტატუსით ჩადის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FjE1rh84ENzdDR942mFBUArRLKxdm6fbM.webp&w=3840&q=75)







