"შავ-ლურჯები" ძალიან ახლოს არიან ისტორიულ, მეოცე სკუდეტოს მოგებასთან. ამ დროისთვის მეორეადგილოსან მილანთან სხვაობა 16 ქულას შეადგენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მეაცას ბინადრები დღევანდელ მატჩს ზედმეტი სტრესისა და სირთულეების გარეშე შეხვდებიან, თან, პირველ თამაშში მოგება მათ უპირატესობას აძლევს.
სიმონე ინძაგის გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში ცდილობდა მოწინააღმდეგის გატეხვას და თამაშის მიწურულს, მარკო არნაუტოვიჩის დამსახურებით, ეს მაინც მოხდა. გოლის გატანამდე, ინტერს არაერთი მომენტი ჰქონდა, თუნდაც პირადად ავსტრიელ ფორვარდს. როგორც გვახსოვს, ის შემოვიდა მარკუს ტურამის ნაცვლად.

ფრანგმა თავდამსხმელმა ხსენებულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო, თუმცა დღეს ის უკვე მწყობრშია და ლაუტარო მარტინესთან დუეტში მილანელთა საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება. რაც შეეხება "როხიბლანკოს", ეს გუნდი 4-ეულში დამკვიდრებისთვის იბრძვის და ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებული 28 მატჩის შემდეგ, 55 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.
"ინდიელებს" ზურგს შინაურ კედლებში თამაში უმაგრებს. ამის გარდა, ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული კოლოსალური გამოცდილება, რომელიც დიეგო სიმეონეს გუნდს წლების მანძილზე უგროვდებოდა. მათ გამოიარეს პრაქტიკულად ყველაფერი, ორი წაგებული ფინალიც კი, მაგრამ ჩემპიონობის ბედნიერება ამ კლუბს არ ჰქონია.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "ურთულესი შეხვედრა გველის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. ინტერი თავის ადგილზე დამსახურებულად იმყოფება. დიახ, მილანური კლუბი იმსახურებს ბევრ კომპლიმენტს, მაგრამ ჩვენი მიზანი მოგებაა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ძლიერია მეტოქე".
სიმონე ინძაგი (ინტერის მწვრთნელი): "ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში, მით უმეტეს გასვლაზე, ყოველთვის რთულია. პირველ შეხვედრაში ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ მადრიდელები თავს ეფექტურად იცავდნენ. არ გვაქვს მოდუნების უფლება, თუ გვინდა საქმის ბოლომდე მიყვანა, მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთ".
ატლეტიკოს ბოლო 5 მატჩი: კადისი-ატლეტიკო 2:0, ატლეტიკო-ბეტისი 2:1, ბილბაო-ატლეტიკო 3:0, ალმერია-ატლეტიკო 2:2, ინტერი-ატლეტიკო 1:0
ინტერის ბოლო 5 მატჩი: ბოლონია-ინტერი 0:1, ინტერი-ჯენოა 2:1, ინტერი-ატალანტა 4:0, ლეჩე-ინტერი 0:4, ინტერი-ატლეტიკო 1:0
სავარაუდო შემადგენლობები:
ატლეტიკო: ობლაკი, ვიტსელი, გაბრიელი, ერმოსო, ლორენტე, ლინო, კოკე, დე პაული, საული, მემფისი, მორატა.
დანაკლისი: გრიზმანი (?), ასპილიკუეტა, ლემარი, პაულო.
ინტერი: ზომერი, აჩერბი, პავარი, ბასტონი, დუმფრისი, დიმარკო, მხითარიანი, ჩალჰანოღლუ, ბარელა, ტურამი, ლაუტარო.
დანაკლისი: კუადრადო, არნაუტოვიჩი, სენსი, აუგუსტო.

![[პრევიუ] ატლეტიკო-ინტერი: ტაქტიკური დუელის ფინალური რაუნდი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F53ht3jGXkVtII6ACAKU7KyS79Bz8ejGW.webp&w=3840&q=75)









