ამჟამად, საქართველოს 6 ქულა აქვს და მეორე პოზიციაზეა, ლიდერი 7 ქულით ჩეხეთია, ალბანეთს ასევე 6 ქულა აქვს, უკრაინას კი - 4. შესაბამისად, უკრაინელებისთვისაც ბოლო შანსია, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა გააგრძელონ.
სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრას, დისკვალიფიკაციის გამო, ლაშა დვალი გამოტოვებს. ტრავმის გამო ნაკრებს საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, მისი ადგილი სანდრო კალანდაძემ დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს უკრაინისთვის ისტორიაში ჯერ არასდროს მოუგია, 5 მარცხი და 2 ფრე - ასეთია სტატისტიკა.
ბათუმი არენა სრული ანშლაგის მოლოდინშია, რადგან მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში ამ სტადიონზე უკვე ჩაატარა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "ხვალინდელ მატჩში ბევრ შეტევას იხილავთ. უკრაინა ძლიერი ნაკრებია და ეს წინა მატჩშიც გამოჩნდა. უფრო აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე წინა შეხვედრაში - ეს ყველაზე მთავარი კომპონენტია, რითაც წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ მაქსიმუმი ჩავდოთ, საუკეთესო თამაშები ვანახოთ და შედეგიც მოვა. რა თქმა უნდა, მიზანი ორივე შეხვედრის მოგება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ამის გაკეთება ყველას შეგვიძლია."
სერგიი რებროვი (უკრაინის მწვრთნელი): "წინა მატჩისგან განსხვავებულ თამაშს ველოდებით, რადგან საქართველო შინ თამაშობს და ბევრი გულშემატკივარი იქნება. ჩვენც აგრესიულ თამაშს ვაპირებთ. ტრავმის გამო, რამდენიმე მოთამაშე დაგვაკლდება. რაც შეეხება დოვბიკს, მან გუშინ პირველად ივარჯიშა და ხვალ ვნახავთ, ითამაშებს თუ არა საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთთან ცოტა ხნის წინ ვითამაშეთ, არ ვიცი ახლა როგორ ფორმაშია საქართველო. ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება. კვარაცხელიას შეჩერებას ისე შევეცდებით, როგორც წინა მატჩში. მაშინ ეს გამოგვივიდა. ხვიჩას გარდა მათ ბევრი კარგი შემტევი ჰყავთ."
საქართველოს ბოლო 5 მატჩი: საქართველო-ალბანეთი 0:1, უკრაინა-საქართველო 1:0, ალბანეთი-საქართველო 0:1, საქართველო-ჩეხეთი 4:1, საქართველო-ესპანეთი 1:4
უკრაინის ბოლო 5 მატჩი: უკრაინა-ჩეხეთი 1:1, უკრაინა-საქართველო 1:0, ჩეხეთი-უკრაინა 3:2, უკრაინა-ალბანეთი 1:2, უკრაინა-ბელგია 0:0
საქართველო-უკრაინა
ერთა ლიგა, ჯგუფური ეტაპი;
16 ნოემბერი, 21:00 საათი;
ბათუმი არენა, ბათუმილ
მთავარი მსაჯი: კრის კავანაგი (ინგლისი);
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:


![[პრევიუ] აუცილებლად მოსაგები თამაში - დღეს, საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F83hhUv1Aam9JdZO7LIqw3WFPcxrwuxlw.webp&w=3840&q=75)








