ორივე გუნდი ამ მატჩს საოაცარ ფორმაში ხვდება. ლივერპულს 7-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, სიტის კი - 5. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვარდიოლას გუნდმა ბოლოს 2023 წლის 12 დეკემბერს წააგო, ამის შემდეგ გუნდმა 20-მატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო.
ეს ამ გუნდების რიგით 226-ე მატჩი იქნება. უპირატესობა, რა თქმა უნდა, მერსისაიდულ კლუბს აქვს: ლივერპული 108 გამარჯვება, სიტი 60 გამარჯვება და 57 ფრედ დასრულებული მატჩი.
იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "გვარდიოლა საუკეთესოა, სწორედ მან მაქცია უკეთეს მწვრთნელად. ჰოლანდი საუკეთესო ფორვარდია, დე ბრუინი უკვე ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა და ფოდენი - ის საოცრებაა. ჩვენ წინ ურთულესი მატჩი გველის. ამ გუნდზე ძლიერი ევროპაში არავინაა, ამიტომ ორმაგად მოტივირებული და მომზადებული უნდა შევხვდეთ ამ შეხვედრას."

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტის მწვრთნელი): "წინ გველოდება საფეხბურთო ზეიმი. ორი ძალიან დიდი გუნდი უპირისპირდება ერთმანეთს. ეს იქნება რთული, ინტენსიური, დაძაბული შეხვედრა, სადაც რა მოხდება არავინ იცის. ლივერპულს და კლოპს დიდ პატივს ვცემ, მათი გულშემატკივრები კი გამორჩეულად საუკეთესონი არიან."

ლივერპულის ბოლო 5 მატჩი: სპარტა პრაღა-ლივერპული 1:5, ნოტინგემ ფორესტი-ლივერპული 0:1, ლივერპული-საუთჰემპტონი 3:0, ჩელსი-ლივერპული 0:1, ლივერპული-ლუთონი 4:1.
მანჩესტერ სიტის ბოლო 5 მატჩი: მანჩესტერ სიტი-კოპენჰაგენი 3:1, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1, ლუთონი-მანჩესტერ სიტი 2:6, ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 0:1, მანჩესტერ სიტი-ბრენტფორდი 1:0.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): მანჩესტერ სიტი-ლივერპული 1:1, მანჩესტერ სიტი-ლივერპული 4:1, მანჩესტერ სიტი-ლივერპული 3:2, ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:0, ლივერპული-მანჩესტერ სიტი 3:1.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ლივერპული: კელეჰერი, ბრედლი, გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი, მაკ ალისტერი, სობოსლაი, ენდო, სალაჰი, დარვინ ნუნიესი, დიასი.
დანაკლისი: ალისონი, არნოლდი, კონატე, ჟოტა, ჯოუნსი, ტიაგო ალკანტარა, ბაიცეტიჩი, გრავენბერხი, მატიპი.
მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, დიაში, აკანჯი, აკე, როდრი, დე ბრუინი, ბერნარდო სილვა, ალვარესი, ფოდენი, ჰოლანდი.
დანაკლისი: გრილიში, დოკუ, ნუნიეში.
ლივერპული - მანჩესტერ სიტი:
პრემიერ ლიგა, 28-ე ტური;
10 მარტი, 19:45 (თბილისის დროით);
ენფილდი, ლივერპული;
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი);

![[პრევიუ] ბრძოლა პირველი ადგილისთვის: ლივერპული - მანჩესტერ სიტი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FcSgcevl4NYKHMDioap3bUzL6xUmLVgzV.webp&w=3840&q=75)








