ემილიელები ამ დროისთვის ისეთ დიდ გუნდებს უსწრებენ, როგორებიც არის: რომა, ნაპოლი, ლაციო და ფიორენტინა. სერია ა-ს მეოთხეადგილოსნების მთავარი შემოქმედი არის მწვრთნელი, ტიაგო მოტა, რომელიც ცოტა ხნის წინ, თებერვლის თვის საუკეთესო დამრიგებლადაც დასახელდა. ამის გარდა, მის სახელს არაერთ გრანდს უკავშირებენ.
იტალიელი მწვრთნელით დაინტერესებულია იუვენტუსი, მილანი და ბარსელონაც კი. რაც შეეხება "ლურჯ-წითლების" ფეხბურთელებს, პირველ რიგში, გამოსარჩევია ჯოშუა ზირკზე, რომელმაც წელს 29 მატჩში 11 ბურთის გატანა მოასწრო. თავისი გუნდის დამრიგებლის მსგავსად, გრანდების სამიზნე თავად ფორვარდიც არის.

რაც შეეხებათ, "შავ-ლურჯებს", ბევრის აზრით, სკუდეტო მათ უკვე ჯიბეში აქვთ. +15 ქულა მეორეადგილოსანთან, სეზონის დამთავრებამდე 10 ტურით ადრე, მართლაც სერიოზული ფორაა. მშვიდად ფიქრი შეუძლიათ მეაცაზე გასამართ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩზე, რომელიც მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ იქნება.
სერია ა-ში დომინირების მიუხედავად, ამ შეხვედრაში მოდუნებას სიმონე ინძაგის გუნდი არ აპირებს, რადგან მოწინააღმდეგე არის კოლექტივი, რომელმაც ლიდერს პირველ წრეში დააკარგვინა ქულები, ეს კი წელს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. დიახ, ინტერისა და დალარას ბინადრების პირველი მატჩი 2:2 დასრულდა.
ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ მილანელები იგებდნენ 2:0-ს, თუმცა შეხვედრის 52-ე წუთისთვის ტაბლოზე უკვე 2:2 იყო. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ბოლონია საჩემპიონო რბოლაში ინტრიგის დაბრუნებასა და 4-ეულში დამკვიდრებას. ამ გუნდმა უკვე გვაჩვენა, თუ როგორ კარგად ეხერხება სიურპრიზების შემოთავაზება.

ტიაგო მოტა (ბოლონიას მწვრთნელი): "ჩვენი მოწინააღმდეგე სერია ა-ს საუკეთესო გუნდია, რომელიც ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს არის. ინტერთან უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს, მაგრამ ამის მიუხედავად, საბრძოლო განწყობაზე ვარ. პირველ წრეში დაფიქსირებულმა შედეგმა აჩვენა, რომ სუსტი წერტილები ყველაზე ძლიერ გუნდებსაც აქვთ".
სიმონე ინძაგი (ინტერის მწვრთნელი): "ბოლონია სრულიად დამსახურებულად ითვლება მიმდინარე სეზონის მთავარ აღმოჩენად. ამ გუნდმა პირველ წრეში ქულები ჩვენც დაგვაკარგვინა. ეს ყველაფერი ხდებოდა შინ და ცხადია, სტუმრად კიდევ უფრო რთული მატჩი გველის. მოდუნების უფლება უბრალოდ არ გვაქვს".
ბოლონიას ბოლო 5 მატჩი: ატალანტა-ბოლონია 1:2, ბოლონია-ვერონა 2:0, ლაციო-ბოლონა 1:2, ბოლონია-ფიორენტინა 2:0, ბოლონია-ლეჩე 4:0
ინტერის ბოლო 5 მატჩი: ინტერი-ჯენოა 2:1, ინტერი-ატალანტა 4:0, ლეჩე-ინტერი 0:4, ინტერი-ატლეტიკო 1:0, ინტერი-სალერნიტანა 4:0
სავარაუდო შემადგენლობები:
ბოლონია: სკორუპსკი, ბეუკემა, კალაფიორი, პოში, კრისტიანსენი, ფროილერი, ფერგიუსონი, ფაბიანი, ორსოლინი, ნდოიე, ზირკზე.
დანაკლისი: სუმაორო, კარლსონი.
ინტერი: ზომერი, აჩერბი, პავარი, ბასტონი, დუმფრისი, დიმარკო, მხითარიანი, ჩალჰანოღლუ, ბარელა, ტურამი, ლაუტარო.
დანაკლისი: კუადრადო, სენსი.

![[პრევიუ] ჩემპიონატის ლიდერი სეზონის მთავარ აღმოჩენას ესტუმრება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FyRfI2Ct9ZWSCtH4f3DDfjuG0Ov5e1XVC.webp&w=3840&q=75)









