შვეიცარია-გერმანია (23:00 საათი)
გერმანიამ ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში თამაში უკვე გაინაღდა, ერთადერთი, დარჩენილია პირველი ადგილის შენარჩუნება, რაშიც ტურნირის მასპინძლებს შვეიცარია ეცილება. "ბუნდესნაკრებს" 6 ქულა აქვს, მათ მეტოქეს კი 4. ვერმოგების შემთხვევაში, "მესაათეებს" 1/8 ფინალში მოხვედრისთვის შესაძლოა, მინიმუმ, ფრე დაჭირდეთ.
შეგახსენებთ, რომ პირველ ორ შეხვედრაში "მანშაფტმა" გაანადგურა შოტლანდია (5:1), შემდეგ კი ორი ბურთის სხვაობით უნგრეთი დაამარცხა. იულიან ნაგელსმანის გუნდის მსგავსად, "მადიარებს" მოუგო შვეიცარიამაც, შემდეგ კი სკოტებთან ფრე ითამაშა.
შვეიცარია არის ნაკრები, რომელსაც გერმანია თავის ისტორიის მანძილზე შეხვდა ყველაზე მეტჯერ, 53-ჯერ. 36-ჯერ იმარჯვა "ბუნდესნაკრებმა", 9-ჯერ შვეიცარიამ, 8 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ორივე ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.
შოტლანდია-უელსი (23:00 საათი)
ჯგუფის აუტსაიდერების დუელი, თუმცა პლეიოფში გასვლის შანსი ორივე მათგანს აქვს. შოტლანდიას აქვს ერთი ქულა, უნგრეთს კი ნული. სკოტებმა შეიძლება მე-2 პოზიციით გასვლაზეც კი იფიქრონ, ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ გერმანია გაანადგურებს შვეიცარიას, ისინი კი უნგრეთს, ისე რომ მათი ბურთების შეფარდება უკეთესი იქნება.
ამ შემთხვევაში ორივე ნაკრებს ოთხ-ოთხი ქულა ექნება. რაც შეეხება უნგრეთს, მაქსიმუმი იქნება მესამე ადგილით გასვლა, რადგან ამ გუნდმა ორი მარცხით მე-2 პოზიციაზე გასვლის თეორიული შანსი დაკარგა. სკოტებს დააკლდებათ კირან ტირნი (ტრავმა) და რაიან პორტეუსი (დისკვალიფიკაცია), უნგრეთი კი ოპტიმალური შემადგენლობით იქნება.
ეს ნაკრებები ერთმანეთს შეხვედრილან ცხრაჯერ. სამჯერ იმარჯვა შოტლანდიამ, ოთხჯერ უნგრეთმა, ორ შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა.

![[პრევიუ] ევრო 2024 - ჯგუფური ეტაპის ბოლო ტური იწყება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FIry9F9eMpHvFwmFqFgqRNrThGNHTI9St.webp&w=3840&q=75)









