ბუნდესნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მარტივად გადალახა, 2 მოგებითა და 1 ფრით. ნაგელსმანის გუნდმა გახსნით შეხვედრაში შოტლანდია 5:1 გაანადგურა და სერიოზული განაცხადიც გააკეთა, თუმცა ამის შემდეგ, უნგრეთსა და შვეიცარიასთან ნაჩვენები ფეხბურთით, გემრანიამ გარკვეული კითხვები გააჩინა.
რაც შეეხება დანიას, "ვიკინგები" ჯგუფიდან 3 ფრით გავიდნენ. ჰიულმანდის გუნდმა არც ისე კარგი თამაშები აჩვენა, თუმცა ჯგუფიდან გასვლა მაინც მოახერხა. ამაში დიდი დახმარება სერბეთმა და სლოვენიამაც გაუწია.
იმის მიუხედავად, რომ დანიამ ჯგუფური ეტაპი საკმაოდ რთულად გადალახა, გუნდში საკმაოდ ბევრ წამყვან ფეხბურთელს ვხვდებით, შესაბამისად, გერმანიას მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, საკმაოდ მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევს.
ამ შეხვედრაში გერმანიას ჯონათან ტა, ხოლო დანიას მორტენ ჰიუმლანდი დააკლდება. გასარკვევია ანტონიო რუდიგერის ამბავიც, რომელსაც ტრავმა აქვს.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში გერმანიასა და დანიას თითო-თითო გამარჯვება აქვს მოპოვებული. დარჩენილი 3 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
აღნიშნული მატჩის მთავარი არბიტრი ინგლისელი მაიკლ ოლივერი იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ევრო 2024 — მასპინძელი გერმანია "ვიკინგების" წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FymNwo7EvGt4NP4y6lMGVTXtaOeqNGcHH.webp&w=3840&q=75)







