პორტუგალია V ჩეხეთი (23:00 საათი)
არა მარტო F გუფის, არამედ მთლიანი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, დღეს პირველ მატჩს ჩაატარებს. რობერტო მარტინესის პორტუგალია ივან ჰასეკის ჩეხეთს დაუპირისპირდება.
გუნდები ამ მატჩს განსხვავებულ ფორმაში ხვდებიან. პორტუგალიამ ბოლო 5 ჩატარებული მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო, ხოლო ორ შეხვედრაში დამარცხდა, თუმცა აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ მარტინესის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 10-დან ათი შეხვედრა მოიგო და ჯგუფში 30 ქულა მოაგროვა, რაც ნამდვილად საოცარი შედეგია.
კარგ ფორმაშია ჩეხეთის ეროვნული ნაკრები - ბოლოს ჩატარებული 4 ამხანაგური მატჩიდან, ჰასეკის გუნდმა ყველა მოიგო. რაც შეეხება საკვალიფიკაციო ეტაპს, ჩეხეთმა ალბანეთთან ერთად, 15-15 ქულა მოაგროვა და ისე მოიპოვა ევრო 2024-ის საგზური.
გუნდები ამ შევხედრას დანაკლისის გარეშე ხვდებიან. ბოლო ინფორმაციით, ტრავმირებული ფეხბურთელები არც ერთ გუნდს არ ჰყავს, შესაბამისად, 23:00 საათზე, საინტერესო დაპირისპირებას ველოდებით.
ნაკრებების ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში დიდი უპირატესობა პორტუგალიის მხარეს არის — 4 მოგება და 1 ფრე. ბოლოს ჩეხეთმა მეტოქე 1996 წელს დაამარცხა.
მატჩის მთავარი არბიტრი იტალიელი მარკო გუიდა იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ევრო 2024 — პორტუგალია საქმეში ერთვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FNC2feIBsO4hsVPFPA4KqbykDzatADMZU.webp&w=3840&q=75)







