"შავ-წითლებმა" უკვე მოიგეს ბუნდესლიგის ტიტული და ახლა მეორე ჯილდოს მოპოვებაც ჩანიშნეს. რაც შეეხება ფინალამდე მისვლის გზას, "ლა დეამ" თავის გზაზე დაამარცხა ლისაბონის სპორტინგი, ლივერპული და მარსელის ოლიმპიკი, ჩაბი ალონსოს გუნდმა კი ყარაბაღი, ვესტ ჰემი და რომა. როგორც ვხედავთ, იოლი გზა არცერთ გუნდს არ ჰქონია.
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენის მწვრთნელი): "ჩვენი მისამართით იქნება გარკვეული ზეწოლა, რადგან სეზონის ამ ნიშნულამდე მარცხის გარეშე მივედით. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ბუნდესლიგა, მოდუნების უფლება არ გვაქვს, ფინალია და საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. მეტოქეს კი ვაფასებთ და ვუფრთხით".
ჯან პიერო გასპერინი (ატალანტა): "ლევერკუზენი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია და უბრალოდ საოცარია, რომ ამ დროისთვის მარცხი ჯერ კიდევ არ აქვთ. ვეცდებით ამ სტატისტიკის დარღვევას, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა ლიგას ვერ მოვიგებთ. ცხადია, ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ".
ლევერკუზენი-ატალანტა
ევროპა ლიგის ფინალი
22 მაისი, 23:00
ავივა, დუბლინი
მთავარი მსაჯი: ისტვან კოვაჩი (რუმინეთი)

![[პრევიუ] ევროპა ლიგის ფინალი - ატალანტა დაუმარცხებელი ლევერკუზენის სერიის დასრულებას ეცდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FycbRkkBOKCBmxdIH2WrJvT3MA8RrdTOT.webp&w=3840&q=75)









