დღეს, 10 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის ფარგლებში, ბარსელონა პარის სენ-ჟერმენს ესტუმრება. მიმოვიხილოთ ყველაფერი აქტუალური და საინტერესო, რაც ამ ორ კლუბს ეხება. კატალონიელებსა და პსჟ-ს საერთო ბევრი რამ აქვთ: მოთამაშეები და თუნდაც ურთიერთმატჩების ძალიან მდიდარი ისტორია.
"ბლაუგრანასა" და პარიზში სხვადასხვა დროს უთამაშიათ რონალდინიო გაუჩოს, მიკელ არტეტას, ლიონელ მესის, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, დანი ალვეშს, ნეიმარ ჟუნიორსა და ბევრ სხვას. "ლურჯ-წითლების" დამრიგებელი ლუის ენრიკეა, ადამიანი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები, როგორც სპეციალისტმა და როგორც მოთამაშემ, სწორედ კამპ ნოუზე გაატარა.

რაც შეეხება გუნდების ამჟამინდელ მდგომარეობას, მიმდინარე სეზონში ჩავი ერნანდესის კოლექტივი ძალიან არაპროგნოზირებადია. ლა ლიგაში არაერთი ჩაგდებული მატჩის შემდეგ, ბარსა მნიშვნელოვნად ჩამორჩა მადრიდის რეალს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, პრიმერა დივიზიონს უდიდესი ალბათობით, სწორედ ეს გუნდი მოიგებს.
კატალონიელები მთელი ძალებით გადართულები არიან ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მერვედფინალის სტადიაზე ნაპოლის ბარიერი გადალახეს. ისიც ცნობილია, რომ ამ სეზონის ბოლოს, "ბლაუგრანას" დატოვებს ესპანელი დამრიგებელი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა შედეგით დასრულდება ყველაფერი. დიახ, ზაფხულში "ლურჯ-ბროწეულისფრებში" ბევრი სიახლე იქნება.

ენრიკეს გუნდი ლიგა 1-ში სტანდარტული სცენარით მიდის - ჩემპიონობას ტრადიციულად არაფერი უშლის ხელს. მათი ტრიუმფი არავის გაუკვირდება, მეორე საკითხია, რამდენად შორს წავლენ პარკ დე პრენსის ბინადრები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე. ცხადია, მნიშვნელოვანია კილიან მბაპეს ფაქტორიც.
მიმდინარე სეზონის ბოლოს, ფრანგი თავდამსხმელი გადავა "სამეფო კლუბში" და შეიძლება ითქვას, რომ ის აქედანვე ეჩვევა, თუ რას ნიშნავს ლა ლიგის გუნდების წინააღმდეგ თამაში. პარის სენ-ჟერმენმა 1/8 ფინალში მოუგო სოსიედადს, დღეს კი მეტოქეები კამპ ნოუს ბინადრები არიან. როგორც ვხედავთ, პსჟ-ს ლიდერისთვის ყველაფერი მართლაც "პრიმერულად" ვითარდება.
ეს გუნდები ერთმანეთს საერთო ჯამში 13-ჯერ შეხვდნენ. 5-ჯერ იმარჯვა ბარსელონამ, 4-ჯერ პარიზმა, 4 შემთხვევაშიც ფრე დაფიქსირდა. ბურთების შეფარდება: 24:21 კატალონიელების სასარგებლოდ. ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 7 ბურთი, გატანილი აქვს ნეიმარს და ყველა გოლი მან "ბლაუგრანას" მხრიდან გაიტანა. ალბათ ყველას გაგვახსენდა ის ლეგენდარული ქამბექი, რომელიც 6:1 დასრულდა.

ლუის ენრიკე (პსჟ-ს მწვრთნელი): "მინდა, რომ ბარსელონა მოედანზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვიდეს. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევა იქნება. მე ვარ ადამიანი, რომელიც კატალონიური კლუბის ფილოსოფიას წარმოაჩენს. ბურთის ფლობა, პრესინგი, გოლები, ტიტულები, ეს არის ჩემი ფეხბურთი, რომელიც მე "ბლაუგრანაში" ვისწავლე".
ჩავი ერნანდესი (ბარსელონას მწვრთნელი): "მე, გვარდიოლა, ენრიკე და არტეტა ვართ მწვრთნელები, რომელთა სისხლშიც ბარსელონას დნმ-ია. ჩვენი სტილი მსგავსია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ჩემი და ლუისის პირადი დუელი. ამ დაპირისპირებაში მთავარ როლს მოთამაშეები შეასრულებენ. ვინ არის ფავორიტი? - პარის სენ-ჟერმენი".

პსჟ-ს ბოლო 5 მატჩი: პსჟ-კლერმონი 1:1, პსჟ-რენი 1:0, მარსელი-პსჟ 0:2, მონპელიე-პსჟ 2:6, პსჟ-ნიცა 3:1
ბარსელონას ბოლო 5 მატჩი: ბარსელონა-ლას პალმასი 1:0, ატლეტიკო-ბარსელონა 0:3, ბარსელონა-ნაპოლი 3:1, ბარსელონა-მალიორკა 1:0, ბილბაო-ბარსელონა 0:0
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ - ბარსელონა
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი
10 აპრილი, 23:00
პარიზი, პარკ დე პრენსი
მთავარი მსაჯი: ენტონი ტეილორი

![[პრევიუ] ევროპული ფეხბურთის თანამედროვე კლასიკა - პსჟ ბარსელონას წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FZLlpi5H0Bo12kUpsQRTHvnQ8vvHVd4TO.webp&w=3840&q=75)