ნეაპოლელებისთვის ახლა ყველა ქულა მნიშვნელოვანია, რადგან გუნდი ევროზონაში შესასვლელად და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.
ამჟამად, ნაპოლის 49 ქულა აქვს და მე-7 ადგილოსანს 2 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ მომავალი სეზონიდან იტალიას ჩემპიონთა ლიგაზე 5 წარმომადგენელი ეყოლება, ამიტომ დღეს მოგების შემთხვევაში, ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც იბრძლებს.
გასულ კვირას, კვარაცხელიამ გუნდის ერთი ვარჯიში, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, გამოტოვა, თუმცა ახლა სრულ მზადყოფნაშია და სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ.
იტალიური პრესის ცნობით, წარუმატებელი შედეგების შემდეგ, ფრანჩესკო კალცონა ძირითადში რამდენიმე ცვლილების განხორციელებას გეგმავს.
ყველა ქულა მნიშვნელოვანია ემპოლისთვისაც, რადგან გუნდი გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა და ერთი ფეხის დაცდენა მათთვის გავარდნის ტოლფასი იქნება.
ემპოლის ბოლო 5 მატჩი: ლეჩე-ემპოლი 1:0, ემპოლი-ტორინო 3:2, ინტერი-ემპოლი 2:0, ემპოლი-ბოლონია 0:1, მილანი-ემპოლი 1:0
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ნაპოლი-ფროსინონე 2:2, მონცა-ნაპოლი 2:4, ნაპოლი-ატალანტა 0:3, ინტერი-ნაპოლი 1:1, ბარსელონა-ნაპოლი 3:1
ემპოლი-ნაპოლი:
იტალიის სერია ა, 33-ე ტური;
20 აპრილი, 20:00;
სტადიო კარლო კასტელიანი, ემპოლი;
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა მანგალიენო (იტალია).
ნაპოლის სავარაუდო შემადგელობა: მერეტი, მაზოკი, ჟესუსი, ოსტიგორი, დი ლორენცო, ზიელინსკი, ლობოტკა, ანგისა, კვარაცხელია, ოსიმენი, პოლიტანო.

![[პრევიუ] ევროტურნირებისთვის ბრძოლა გრძელდება - ნაპოლიმ დღეს აუცილებლად უნდა მოიგოს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F8X0QxicJT8GVJgkrqeJ9uRFVjZPFGYg5.webp&w=3840&q=75)







