ეს შეხვედრა ნეაპოლელებისთვის გადამწყვეტია, რადგან ბოლო შანსია ევროტურნირებზე გასასვლელად. მათ აუცილებლად მოგება სჭირდებათ.
ნაპოლი 51 ქულით მე-9 ადგილზეა და ფიორენტინას 2 ქულით ჩამორჩება. გამარჯვების შემთხვევაში ნაპოლი ევროზონაში შევა, თუმცა ფიორენტინას ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
სტუმარი გუნდის ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სრულ მზადყოფნაშია, თუმცა ტრავმის გამო, გუნდს ნიგერიელი თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი დააკლდება.
ნაპოლის ამჟამად ცუდი პერიოდი უდგას და ჩემპიონატში უკევ ზედიზედ 5 მატჩია არ მოუგია. არადა, ნაპოლი სტუმრად წელს უკეთესად თამაშობს, ვიდრე შინ და ამ კომპონენტში იტალიაში მეოთხეა.
რაც შეეხება ფიორენტინას, გუნდი შედარებით მშვიდადაა, რადგან მათთვის ეს სეზონი წარმატებული გამოდგა და კონფერენს ლიგის ფინალში არიან.
ფიორენტინას ბოლო 5 მატჩი: ფიორენტინა-მონცა 2:1, ბრიუგე-ფიორენტინა 1:1, ვერონა-ფიორენტინა 2:1, ფიორენტინა-ბრიუგე 3:2, ფიორენტინა-სასუოლო 5:1;
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ნაპოლი-ბოლონია 0:2, უდინეზე-ნაპოლი 1:1, ნაპოლი-რომა 2:2, ემპოლი-ნაპოლი 1:0, ნაპოლი-ფროსინონე 2:2;
ფიორენტინა-ნაპოლი:
იტალიის სერია ა, 37-ე ტური;
17 მაისი, 22:45;
სტადიო არტემიო ფრანკი, ფლორენცია;
მთავარი მსაჯი: მატეო მარკეტი.
სავარაუდო შემადგენლობა:

![[პრევიუ] ევროტურნირებზე გასვლის ბოლო შანსი - ნაპოლი ოსიმენის გარეშე ითამაშებს](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FDyfmUJXTzEYsnwOWR63EAfVSnYDM8Nyk.webp&w=3840&q=75)







