საქართველოს ნაკრები ჰელსინკიში 14 კალათბურთელით შეიკრიბა. თბილისიდან ჩასულ 10 მოთამაშეს 4 კალათბურთელი დახვდა, რომლებიც ფინეთის დედაქალაქში ესპანეთიდან და ლატვიიდან ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრებში ახლა მხოლოდ კაპიტანს ელოდებიან, რომელიც ჰელსინკიში დღეს ჩაფრინდება.
ფინეთში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გუშინ გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 14 კალათბურთელი ფინეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში ავარჯიშა.
ჩვენი გუნდის განაცხადი: გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, კამარ ბოლდუინი, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია, ილია ლონდარიძე, თორნიკე შენგელია.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მე-3 და მე-4 ტურის მატჩებს საქართველო ფინეთის ნაკრებთან – 21 ნოემბერს ესპოოში და 24 ნოემბერს თბილისში გამართავს.
ორი ტურის შემდეგ ჩვენი ნაკრები გამარჯვების გარეშე იმყოფება. G გუფს 4 ქულით სერბეთი ლიდერობს, მეორეზეა ფინეთი, რომელსაც 3 ქულა აქვს. მესამე პოზიციას კი ასევე 3 ქულით დანია იკავებს.
ფინეთთან დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია

![[პრევიუ] ფინეთი-საქართველო, პირველი გამარჯვების მოლოდინში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F8LGGIE7NJyvpUkUJFWhfZCcDzUoT5RBh.webp&w=3840&q=75)







