ბავარია არის მეორე ადგილზე და "ფარმაცევტებს" ჩამორჩება 10 ქულით, "შავ-ყვითლები" კი კიდევ უფრო უკან არიან. ორივე გუნდის სასარგებლოდ შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ მათთვის ევროსარბიელზე არაფერი დასრულებულა. ალიანც არენა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში მიიღებს ლონდონის არსენალს, სიგნალ იდუნა პარკი კი მადრიდის ატლეტიკოს.
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია მოიცავს 134 თამაშს. 69-ჯერ იმარჯვა ბაიერნმა, 34-ჯერ დორტმუნდმა, 31 შემთხვევაში კი ფრე დაფიქსირდა. ამ დაპირისპირებაში ყველაზე მეტი, 32 ბურთი გატანილი აქვს რობერტ ლევანდოვსკის, რომელსაც უთამაშია როგორც მიუნხენში, ისე ბორუსიაშიც. პოლონელი ფორვარდი ახლა ბარსელონაშია.

ტომას ტუხელი (ბაიერნის მწვრთნელი): "დორტმუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ ფორმაში არის ბორუსია. ამ გუნდის შესაძლებლობები ძალიან კარგად ვიცი. მოსაგებად გავდივართ, რადგან გერმანიის ჩემპიონატში დასრულებული ჯერ არაფერია".
ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ჩვენი მოწინააღმდეგე არის ბუნდესლიგის უძლიერესი გუნდი, რომელიც მეორე ადგილის მიუხედავად, ასეთად მაინც რჩება. გველის ურთულესი მატჩი, რადგან სასწორზე ბევრი რამ არის. ბაიერნს აქვს თავისი მიზნები, დორტმუნდს კი თავისი. ვეცდებით მაქსიმალური შედეგის მიღწევას".
ბაიერნის ბოლო 5 მატჩი: დარმშტადტი-ბაიერნი 2:5, ბაიერნი-მაინცი 8:1, ბაიერნი-ლაციო 3:0, ფრაიბურგი-ბაიერნი 2:2, ბაიერნი-ლაიფციგი 2:1
დორტმუნდის ბოლო 5 მატჩი: დორტმუნდი-აინტრახტი 3:1, დორტმუნდი-პსვ 2:0, ვერდერი-დორტმუნდი 1:2, უნიონი-დორტმუნდი 0:2, დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 2:3
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი: ულრიხი, დაიერი, დე ლიხტი, კიმიხი, დევისი, პავლოვიჩი, გორეცკა, მუსიალა, სანე, მიულერი, კეინი
დანაკლისი: ნოიერი, გერერო, სარი, ბოეი, ბუკმანი
დორტმუნდი: კობელი, სულე, შლოტერბეკი, მაატსენი, რიერსონი, ოზჯანი, ჯანი, ბრანდტი, სანჩო, მალენი, ფულკრუგი
დანაკლისი: ალერი, საბიცერი, ბენსებიანი, კამარა
ბაიერნი-დორტმუნდი
გერმანიის ბუნდესლიგა, 27-ე ტური
30 მარტი, 21:30
ალიანც არენა, მიუნხენი
მთავარი მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

![[პრევიუ] კლასიკერი, რომელიც საჩემპიონო დუელი ამჯერად არ არის](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F7DbfDEt02AcsNPq8cSIDRrHz1iuspfL9.webp&w=3840&q=75)









