ეს გუნდები ერთმანეთს ევრო საგზურისთვის ებრძვიან და შეიძლება, 6-ქულიან მატჩადაც მივიჩნიოთ. ატალანტა ნაპოლის მხოლოდ 2 ქულით ასწრებს.
ნაპოლის ამ მნიშვნელოვან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია დააკლდება, რომელსაც მსუბუქი ტრავმა აქვს და გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა.
კალცონას ნაპოლიში მისვლის შემდეგ, გუნდი სერია ა-ში დაუმარცხებელია, წარმატებით ასპარეზობს და მათი მთავარი მიზანი ევროტურნირებზე მოხვედრაა, მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ.
რაც შეეხება ატალანტას, გუნდი ევროპა ლიგაზე ასევე წარმატებით ასპარეზობს, 1/8-ფინალური ეტაპიდან სპორტინგი გამოაგდო და ნაპოლისთან მატჩს კარგ განწყობაზე ხვდება.
ფრანჩესკო კალცონა (ნაპოლის მწვრთნელი): "სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნებულ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ძალები აღიდგინონ და მზადება ისევ ისეთ ტემპში გააგრძელონ, როგორც აქამდე. ვიცი, რომ ძლიერი ფეხბურთელები მყავს და დიდი პაუზის შემდეგ დაბრუნება არ გაუჭირდებათ".
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ინტერი-ნაპოლი 1:1, ბარსელონა-ნაპოლი 3:1, ნაპოლი-ტორინო 1:1, ნაპოლი-იუვენტუსი 2:1, სასუოლო-ნაპოლი 1:6;
ატალანტას ბოლო 5 მატჩი: ატალანტა-სპორტინგი 2:1, იუვენტუსი-ატალანტა 2:2, სპორტინგი-ატალანტა, 1:1, ატალანტა-ბოლონია 1:2, ინტერი-ატალანტა 4:0;
ნაპოლი-ატალანტა:
იტალიის სერია ა, 30-ე ტური;
30 მარტი, 15:30;
სტადიო დიეგო არმანდო მარადონა, ნეაპოლი;
მთავარი მსაჯი: ლუკა პაირეტო;
ნაპოლის სავარაუდო შემადგენლობა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟესუსი, რუი, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, ოსიმენი, რასპადორი.
დანაკლისი: კვარაცხელია.
ატალანტას სავარაუდო შემადგენლობა: კარნეზეკი, სკალვინი, ჯიმსიტი, კოლაშინაჩი, ჰოლმი, პაშალიჩი, ედერსონი, რუჯერი, კოოპმაინერსი, ლუკმენი, სკამაკა.

![[პრევიუ] მნიშვნელოვანი მატჩი კვარაცხელიას გარეშე - ნაპოლი ატალანტას წინააღმდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FCcu1DFIaayFZ3KNILKM9spEiifsFwDoP.webp&w=3840&q=75)








