მიმოვიხილოთ მათი სატურნირო მდგომარეობა. სერია ა-ში ჩატარებული 25 შეხვედრის შემდეგ, "აძური" 37 ქულით მეცხრე ადგილზე არის. ოთხეულამდე 11 ქულა აშორებს, მაგრამ ასეთ სავალალო მდგომარეობაში მყოფი "ლურჯებისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა, ფაქტობრივად შეუძლებელია, უფრო ფენტეზის ჟანრის სცენარია, ვიდრე რეალობა.

სტადიო დიეგო მარადონაზე, სეზონის გადასარჩენად ფრანჩესკო კალცონა მოვიდა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მის ხელში რაიმე კარდინალურად შეიცვალა. იტალიელი თავკაცი ნაადრევად ცვლის ხვიჩა კვარაცხელიას და მისი დანიშნვის შემდეგ, მოთამაშეს მოედანზე ერთი სასარგებლო ქმედებაც კი არ განუხორციელებია.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, კალცონას გუნდისგან არაფერი იქნება გასაკვირი, მათ შორის არც მე-17 ადგილზე მყოფ "ნეროვერდისთან" წაგება. რაც შეეხება ურთიერთმატჩების ისტორიას: 22 თამაში, საიდანაც 13 ნაპოლის მოგებით დასრულდა, 7 ფრე და 2-ჯერ გამარჯვება "შავ-მწვანეებმა" მოახერხეს. ამ დუელის საუკეთესო ბომბარდირი ვიქტორ ოსიმენია, რომელმაც ემილიელების კარი 6-ჯერ აიღო.

სასუოლოს ბოლო 5 მატჩი: სასუოლო-ემპოლი 2:3, ატალანტა-სასუოლო 3:0, სასუოლო-ტორინო 1:1, ბოლონია-სასუოლო 4:2, მონცა-სასუოლო 1:0;
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: კალიარი-ნაპოლი 1:1, ნაპოლი-ბარსელონა 1:1, ნაპოლი-ჯენოა 1:1, მილანი-ნაპოლი 1:0, ნაპოლი-ვერონა 2:1;
სავარაუდო შემადგენლობები:
სასუოლო: კონსილი, ფერარი, რუანი, პედერსენი, დოიჯი, ლიპანი, ენრიკე, ტორსტვედტი, ვოლპატო, ლორიენტე, პინამონტი.
დანაკლისი: ბერარდი, ბოლოკა, ვიტი.
ნაპოლი: მერეტი, ჟეზუსი, რაჰმანი, ოლივეირა, დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი, რასპადორი, კვარაცხელია, ოსიმენი.
დანაკლისი: კაიუსტე, ნგონგე.

![[პრევიუ] ნაპოლი გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ სასუოლოს ესტუმრება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FIWnJdYHWcxxuk23FDZsdW94j8NXshiQm.webp&w=3840&q=75)









