ბოსტონ სელტიკსი
გასულ სეზონში “მწვანეებმა“ თავის საწადელს მიაღწიეს და ჩემპიონები გახდნენ. ჯეისონ ტეიტუმისა და ჯეილენ ბრაუნის დუეტმა პირველი ბეჭედი მოიგო. ბოსტონმა გასული სეზონის NBA-ის ფინალში დალას მავერიქსის დამარცხება მოახერხა, წელს კი კელტების მთავარი მიზანი, საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნება იქნება. გუნდი გასულ სეზონთან შედარებით არ დასუსტებულა — ჯო მაზულას გუნდში კვლავ ჰყავს თავისი ლიდერები და მათი მთავარი "რობენი", ჯრუ ჰოლიდეი. ასევე გუნდში რჩებიან სტაბილური დერიკ უაითი და გამოცდილი კრისტაპს პორზინგისი. ლატვიელი თუ ფორმაშია, მისი გუნდში ყოფნა ძალიან სასარგებლოა და მისი დაცვითი უნარები სამწამიანში, გუნდს საოცრად წაადგება. ვეტერანი ალ ჰორფორდიც არსად წასულა, დომინიკლეი მინიმუმ გასახდელში იქნება გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა.

თავდაპირველად ჯო მაზულას საეჭვოდ უყურებდნენ, მაგრამ მან საოცნებო ბეჭედი მოუტანა გუნდს და წელსაც ექნება მოგების ძალიან დიდი შანსი. ბოსტონი რა თქმა უნდა ბეჭდის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია და თუ გუნდი წელსაც აღმართავს საჩემპიონო თასს, ისინი გადაასწრებენ ლეიკერსს და ლიგაში გალიდერდებიან ტიტულების კუთხით.

დალას მავერიქსი
ლუკა დონჩიჩი და კაირი ირვინგი, გასულ წელს ამ დუეტმა NBA-ის ფინალამდე მიაღწია. ბევრს ჰქონდა იმედი, რომ ტეხასური კლუბი კონკურენციას გაუწევდა ბოსტონს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ლუკა დონჩიჩს ტრავმები აწუხებდა და სლოვენიელი ბოლომდე ვერ იხარჯებოდა საკუთარი გუნდისთვუს. გასულ ზაფხულს, დალასმა სერიოზული დანამატი განახორციელა - გუნდის დუეტს კლეი ტომპსონი დაემატა და დიდი ტრიო შეიკრა, კლეი ტომპსონის, ლუკა დონჩიჩისა და კაირი ირვინგის სახით. მთავარი დირიჟორი რა თქმა უნდა სლოვენიელი იქნება. ახალი სეზონის წინ, MVP-ის მთავარი კანდიდატი სწორედ ლუკა დონჩიჩია. გუნდში ასევე რჩება გამთამაშებელი სპენსერ დინვიდი და სამწამიანის ბატონ-პატრონები, პიჯეი ვოშინდგტონი, დერიკ ლაივლი და დენიელ გაფორდი. სამივე ძალიან კარგად გამოიყურება, სამივე მოთამაშეს სხვადასხვა პლუსები აქვს, რომელსაც ჯეისონ კიდი კარგად იყენებს. გუნდს ასევე საკმაოდ კარგი სკამი ჰყავს, რაც სეზონისთვის ძალიან მნიშვნელვანია.

ოკლაჰომა სითი თანდერი
ყველაზე ახალგაზრდული გუნდი, რომელმაც წინა სეზონში თავისი თამასა საოცრად მაღლა აწია და ბევრი გულშემატკივრის გულიც მოიგო. მაიკ დენიოს გუნდი წელს ერთ-ერთი ფავორიტი იქნება საჩემპიონო ბრძოლაში. მართალია ოკლაჰომა ახალგაზრდული გუნდია, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილებით და საჩემპიონო სურვილებით. მათი მთავარი ლიდერი შაი გილჯეს-ალექსანდერი საოცარ ფორმაშია და წელს ინდივიდუალური ტიტულის მოპოვებაც შეუძლია. მოლოდინია, რომ კანადელს სუპერ სეზონი უნდა ჰქონდეს. მის გარდა გუნდში უნიჭიერესი ჩეტ ჰოლმგრენი ირიცხება, რომელმაც კარიერის პირველი სეზონი ძალიან მაღალ დონზე ჩაატარა და რა თქმა უნდა ჯელინ ვილიამსი, ტოპ კალათბურთელი, რომელსაც პარკეტზე ყველაფრის გაკეთება შეუძლია. შეიძლება ბევრი ჩათვლით, რომ ოკლაჰომასთვის ჯერ ადრეა საჩემპიონო რბოლაში ყოფნა და წინ სხვა გუნდები უნდა იდგნენ, მაგრამ ისინი მზად არიან და აუცილებლად იბრძოლებენ ჩემპიონობისთვის. შარშან გუნდს ცოტა არ გაუმართლა, ცოტა გამოცდილება დააკლდათ, ახალი სეზონის წინ კი ეს ყველაფერი გუნდმა შეიძინა და მზადაა დიდი ბრძოლისთვის.

მილუოკი ბაქსი
გიანის ანტეტოკუმპო და დემიენ ლილარდი, ეს ორი მონსტრი ერთ გუნდში თამაშობს, მაგრამ გასული სეზონი ამ დუეტისთვის პირველი იყო და ცოტა მძიმედაც წარიმართა მათი პერფორმანსი. ბაქსი ცოტა გადაბერდა, გუნდში ასაკში შესული კრის მიდელტონი და ბობი პორტისი ირიცხებიან, ასევე არ დავივიწყოთ ბრუკ ლოპესი. ალბათ იკითხავთ თუ რა არის ბაქსის მთავარი პრობლემა - ამ პრობლემას დოკ რივერსი ჰქვია, მწვრთნელი, რომელიც უკვე ბევრი წელია ვერ ახერხებს წარმატების მიღწევას. რთული სათქმელია თუ სადამდე მივა მილუოკი ამ სეზონში, რას შემოგვთავაზებს ლილარდი & იანისის დუეტი და რამდენად ეყოფა გუნდს ჩემპიონობისთვის ძალა, თუმცა წელს თუ ბაქსი წარუმატებლად იასპარეზებს, არის იმის დიდი ალბათობა, რომ მომდევნო სეზონის სტარტზე გუნდი, გიანის ანტეტოკუმპომ დატოვოს.

დენვერ ნაგეთსი
ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მაიკ მელოუნი მზადაა ახალი გამოწვევისთვის. დენვერ ნაგეთს ჰყავს სუპერ გუნდი, უძლიერესი ხუთეულით - ნიკოლა იოკიჩი სამგზის MVP არის, რომელიც მხოლოდ ბეჭედზე და ჩემპიონობაზე ფიქრობს, რათა მისი მემკვიდრეობა უფრო მდიდარი გახდეს. ჯამალ მარიჯიც აქ არის, უძლირესი მსროლელი, რომელიც იდეალურად ჯდება იოკიჩის დამხმარედ პარკეტზე და მაიკალ პორტერ ჯუნიორი, საოცრად ნიჭიერი მოთამაშე, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს გუნდის შეტევაში. დენვერის ქომაგებისთვის, სამწუხაროდ გუნდი დატოვა კენტავიუს ქალდველ-პოუპმა, სუპერ მუშა მოთამაშემ, რომელიც დაცვაში საოცრად სხარტი და მოძრავია, პლუს სახიფათოა პერიმეტრიდან. მისი შემცვლელი გუნდს ნაპოვნი ჰყავს და მას საქმეში პირველივე შეხვედრებიდან ვიხილავთ. ორი აზრი არაა, რომ დენვერი წელს საჩემპიონო გუნდია და ერთ-ერთი მთავარი ძალაა თავის კონფერენციაში.

ნიუ-იორკ ნიქსი
გუნდი, რომელმაც ზაფხულში ყველაზე მეტად იაქტიურა. ნიქსმა თანაქალაქელი ბრუკლინიდან მიკალ ბრიჯესი გადმოიბირა. მიკალი ტიბოდოს საოცნებო მოთამაშეა, ორმხრივი "მონსტრი", რომელიც თამაშს არ ტოვებს და ძალიან სანდოა. მეორე დანამატი მინესოტა ტიმბერვულვზიდან მოვიდა — ნიქსში სათამაშოდ კარლ ენტონი-თაუნსი გადაბარგდა. ასევე არ უნდა დავივიწყოთ ჯალენ ბრანსონი, რომელმაც სასწაული 2023/24 სეზონი შემოგვთავაზა და გუნდთან ერთად საჩემპიონო ბრძოლაში ბოლომდე იყო. წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნიქს საჩემპიონო გუნდი ჰყავს და ეს ბევრია წელია არ მომხდარა. გუნდის გულშემატკივრები ტიტულს ითხოვენ და სრულიად სამართლიანადაც. ნიქსს ასეთი საინტერესო გუნდი დიდი ხანია არ ჰყოლია, თუმცა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტომ ტიბოდოზე. დაცვითი მწვრთნელი, რომელსაც თანამედროვე კალათბურთის თამაში ცოტა უჭირს, მაგრამ ამ მინუსებს საოცარი დაცვითა და დისციპლინით ფარავს. ახალ სეზონში ნიქსისგან ბევრი მოლოდინი და უდიდესი ინტერესია.

ფილადელფია სევენთი სიქსერსი
ხმაურიანი ვარსკლავი, ჯოელ ემბიდი, რომელიც მოუთმელად ელოდება საჩემპიონო ბეჭედს, მის მთავარ პარტნორად კი გუნდში პოლ ჯორჯი მივიდა — ფურცელზე ეს ძალიან სახიფათო დუეტია.
არ დავივიწყოთ მექსი, რომელმაც შარშან საკმაოდ კარგი სეზონი შემოგვთავაზა და წელსაც დიდი შანსია გაგვაკვირვოს. უნდა გავუსვათ ხაზი მთავარ მწვრთნელ ნიკ ნურსს, რომელმაც ერთხელ უკვე მოახერხა ბეჭდის მოგება ტორონტოსთან ერთად. ნურსი ძლიერი ტაქტიკოსია და ამის გამოყენებას სეზონის მსვლელობისას ეცდება. ფილადელფიას მთავარი პრობლემა ტრავმიანი მოთამაშეებია — ჯოელ ემბიდი და პოლ ჯორჯი სეზონის სტარტს გამოტოვებენ, ორივე მოთამაშე დაშავებულია და ჯამში რამდენ მატჩს ითამაშებენ ერთად, ამის თქმა ძალიან რთულია.

ფინიქ სანსი
კევინ დურანტი, დევინ ბუკერი და ბრედლი ბილი — საშიში სამეული, მაგრამ ერთად ეს სამი მოთამაშე იშვიათად თამაშობს. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოთამაშეები ტრავმებისკენ არიან მიდრეკილი. თუ ფინიქსი "ჯანმრთელი" გუნდი იქნება, მათ ნამდვილად აქვთ ჩემპიონობის შანსი. კონკურენცია ძალიან დიდია, კევინ დურანტს კიდევ სჭირდება ბეჭედი, რათა თავისი სიდიადე დაამტკიცოს და თქვას თავისი სიტყვა გოლდენ სტეიტის გარეთ. ფინიქსი არ მოიაზრება მთავარ ფავორიტად, მაგრამ დურანტი და მისი ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ტიტულის მოსაგებად.

სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები სეზონის დაწყებამდე:
2024/25 სეზონი ხვალ გამთენიისას დაიწყება, სადაც კალათბურთის მაყურებელი ისტორიული ფაქტის მომსწრე გახდება — ლებრონ ჯეიმსი თავის შვილთან ერთად ითამაშებს! ბრონი ჯეიმსის სადებიუტო მატჩი 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 06:00 საათზე შედგება.
ასევე ხაზი უნდა გავუსვათ ქართველი კალათბურთელების გუნდებს — სანდრო მამუკელაშვილი სან ანტონიოში დარჩა და მისი გუნდი წელს პლეი-ოფისთვის გაიბრძოლებს და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველს სათამაშო დრო ექნება. ასევე უნდა ვახსენოთ მრისხანე ორლანდო მეჯიქი, რომელიც შარშან დაბრუნდა პლეი-ოფში და წელსაც ამის გამეორებას შეეცდება. პაოლო ბანკერო და ფრანც ვაგნერი, ეს ორი სუპერ მოთამაშე, რომელიც ორლანდოს ლიდერობს და რა საკვირველია გოგო ბითაძე! ქართველი მოთამაშე დარჩა ფლორიდანში და მზადაა ახალ სეზონში, კონკურენცია გაუწიოს ძირითადი ხუთეულისთვის ვენდელ კარტერ ჯუნიორს.

ახალი სეზონის დასაწყისამდე ძალიან ცოტა დროს რჩება. წინ ძალიან დაძაბული და საინტერესო ამბები გველოდება — უამრავი შეხვედრა, ჩვენი საყვარელი მოთამაშეების დაპირისპირებები და რა საკვირველია ბრძოლა საჩემპიონო ტიტულისთვის, რომელიც სტარტს 23 ოქტომბერს, ბოსტონ სელტიქსი-ნიუ იორკ ნიქსის მატჩით აიღებს. ბოსტონში მატჩი თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.

![[პრევიუ] NBA 2024/25 — ახალი სეზონი, მოლოდინები და ფავორიტები](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FgAjSLVmCN3mCqUcTsq3pqYUbeF2DbrR9.webp&w=3840&q=75)