კლოპის გუნდის საოცარი სვლა გრძელდება. გუნდმა ჯერ კარაბაოს თასი მოიგო, შემდეგ კი ევროპა ლიგის მეოთხეფინალშიც გავიდა. რაც შეეხება პრემიერ ლიგას, არსენალთან და მანჩესტერ სიტისთან ერთად გუნდი საჩემპიონო რბოლაშია. მერსისაიდელები კლოპის გაცილებას ტიტულებით აპირებენ, გუნდი მოტივირებულია და არც ამ შეხვედრას დააკლებენ მონდომებას.
მეორე მხარეს მანჩესტერ იუნაიტედია, რომლის მთავარი მიზანი როგორმე ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაა. ფაქტია, რომ სეზონი ჩავარდა, მოლოდინები სხვა იყო, მაგრამ გუნდმა ის თამაში ვერ აჩვენა რასაც ფანები ელოდებოდნენ. მეორე მიზანი ასოციაციის თასის მოგებაა, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. სერ ჯიმ რეტკლიფი გუნდში ამბიციური გეგმებით მოვიდა, შესაბამისად, ტენ ჰაგი მაქსიმალურად ეცდება გუნდის დარჩენილი მიზნები შესრულდეს, რათა ზაფხულში კლუბის დატოვება არ მოუწიოს.
წინ სანაკრებო პაუზაა, ამიტომ გუნდები როტაციას არ გეგმავენ. ჩვენ ველოდებით დიდ ბრძოლას, სხვანაირად ამ ორი გუნდის მატჩი წარმოუდგენელია. ეს რიგით 241-ე დაპირისპირება იქნება. 90 გამარჯვებით უპირატესობა მანჩესტერის მხარესაა. გუნდებს შორის დაპირისპირება ფრედ 69-ჯერ დასრულდა, ლივერპულმა კი 81 შეხვედრის მოგება მოახერხა.
ამ მატჩს გუნდები კარგ ხასიათზე ხვდებიან. მანჩესტერმა ბოლო ტურში ევერტონს მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ზონას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ლივერპულმა კი ევროპა ლიგაზე სპარტა პრაღა გაანადგურა. ჯამში 11:2 და კლოპის გუნდი მომდევნო ეტაპზეა, სადაც მეტოქე ატალანტა იქნება.
ერიკ ტენ ჰაგი (მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელი): "არის მატჩები, რომლებიც სხვებზე ბევრად დიდია და მნიშვნელოვანი, ასეთია ლივერპულთან დაპირისპირება. სასწორზე ნახევარფინალის საგზურია, რაც მოტივაციას ორმაგად გვიზრდის. ლივერპულის ბევრ ქომაგს ველოდებით ტრიბუნაზე, შესაბამისად, ჩვენს ფანებს უფრო მეტი ხმაურისკენ მოვუწოდებ, მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამ შეხვედრაზე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია გვჭირდება, სხვანაირად ლივერპულის დამარცხება რთული იქნება. ისინი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ ორმაგად უნდა ვეცადოთ, რათა წარმატებას მივაღწიოთ."

იურგენ კლოპი (ლივერპულის მწვრთნელი): "კარგად ვიცით ეს დაპირისპირება გულშემატკივრებისთვის რასაც ნიშნავს. ტენ ჰაგი ძლიერი სპეციალისტია, ვიცი, რომ ამ მატჩისთვის გუნდს კარგად მოამზადებს. ამ თამაშისთვის მოსამზადებლად დიდი დრო არ გვქონდა, მაგრამ არაფრის დათმობას არ ვაპირებთ. ჩვენს გეგმას გავუყვებით და ფანების გახარებას შევეცდებით. როგორც ვიცი, ოლდ ტრაფორდზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ლივერპულის ქომაგი იქნება (9 000 ადამიანი), რაც ძალიან მახარებს. ამ სეზონში მანჩესტერს ბევრი კარგი მატჩი დაუგროვდა, მათ იციან ერთი კონკრეტული შეხვედრის მოგება, ამიტომ წინ დიდი ბრძოლა გველოდება."

მანჩესტერ იუნაიტედის ბოლო 5 მატჩი: მანჩესტერ იუნაიტედი-ევერტონი 2:0, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 3:1, ნოტინგემ ფორესტი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:1, მანჩესტერ იუნაიტედი-ფულემი 1:2, ლუთონი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:2.
ლივერპულის ბოლო 5 მატჩი: ლივერპული-სპარტა პრაღა 6:1, ლივერპული-მანჩესტერ სიტი 1:1, სპარტა პრაღა-ლივერპული 1:5, ნოტინგემ ფორესტი-ლივერპული 0:1, ლივერპული-საუთჰემპტონი 3:0.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 0:0, ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 7:0, მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული 2:1, მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული 4:0, ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი 4:0.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
მანჩესტერ იუნაიტედი: ონანა, დალო, მაგუაიერი, ვარანი, ლინდელოფი, მეინო, კაზემირო, გარნაჩო, ბრუნო ფერნანდეში, რაშფორდი, ჰოილუნი.
დანაკლისი: მარსიალი, შო, მალასია, ლისანდრო მარტინესი.
ლივერპული: კელერი, ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი, მაკ ალისტერი, ენდო, სობოსლაი, სალაჰი, დარვინ ნუნიესი, ლუის დიასი.
დანაკლისი: ალისონი, არნოლდი, ბაიცეტიჩი, ტიაგო ალკანტარა, ჟოტა, მატიპი, ჯოუნსი.
მანჩესტერ იუნაიტედი-ლივერპული;
ასოციაციის თასი, ¼ ფინალი;
17 მარტი, 19:30;
ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი;
მთავარი მსაჯი: ჯონ ბრუქსი (ინგლისი);
ასოციაციის თასი, ¼ ფინალი;
17 მარტი, 19:30;
ოლდ ტრაფორდი, მანჩესტერი;
მთავარი მსაჯი: ჯონ ბრუქსი (ინგლისი);

![[პრევიუ] ოლდ ტრაფორდზე დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ: მან. იუნაიტედი-ლივერპული](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FBfix3Kdxxy2WnqcYpZFVlXo3EmMlZUQm.webp&w=3840&q=75)







