ვახსენეთ ფრანგი თავდამსხმელი, რომელიც დღითიდღე მადრიდის რეალს უახლოვდება და პარიზს სცილდება. ამას ამჩნევენ გულშემატკივრები, თანაგუნდელები და "ლურჯ-წითლების" მთავარი მწვრთნელიც, ლუის ენრიკე, რომელსაც არ ერიდება თავისი გუნდის ლიდერის ნაადრევად შეცვლა თამაშებზე.

ესპანელი მწვრთნელის აზრით, პარკ დე პრენსის ბინადრები უნდა მიეჩვიონ 25 წლის თავდამსხმელის გარეშე თამაშს. არ იქნება გასაკვირი, თუ დღეს, პარის სენ-ჟერმენის 7-იანი სათადარიგოთა სკამზე დარჩება, მაგრამ მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ფაქტია, ამ გუნდის მდგომარეობა ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას ნამდვილად იძლევა.
პსჟ-ს არაფერი აქვს სანერვიულო - ლიგა 1-ის 24 ტურის შემდეგ, ეს გუნდი თავის უახლოეს მდევარს, ბრესტს ცხრა ქულით უსწრებს. ამის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, პარიზი ბასკეთში ორბურთიანი უპირატესობით ჩადის. ვნახოთ, მიიყვანენ თუ არა სტუმრები საქმეს ბოლომდე ან იქნებ, მასპინძლებმა მოამზადონ სენსაცია.

იმანოლ ალგუასილი (სოსიედადის მწვრთნელი): "ვდგავართ ურთულესი ამოცანის წინაშე: პარის სენ-ჟერმენის ტურნირიდან გამოთიშვა, თანაც სამბურთიანი უპირატესობით უნდა მოვიგოთ. არ მინდა ვთქვა, რომ ყველაფერი დასრულებულია ან განწირულები ვართ, სოსიედადი ბოლომდე იბრძოლებს, პირველი წუთიდან ფინალურ სასტვენამდე".
ლუის ენრიკე (პსჟ-ს მწვრთნელი): "პირველ შეხვედრაში გამარჯვებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით წინ, თუმცა დასრულებული ჯერ არაფერია. არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან საქმე ბოლომდეა მისაყვანი. სოსიედადს შეუძლია ჩვენთვის პრობლემების შექმნა და ეს გონებაში გამჯდარი კარგად გვაქვს".
სოსიედადის ბოლო 5 მატჩი: სევილია-სოსიედადი 3:2, სოსიედადი-მალიორკა 1:1, სოსიედადი-ვილიარეალი 1:3, მალიორკა-სოსიედადი 1:2, პსჟ-სოსიედადი 2:0;
პსჟ-ს ბოლო 5 მატჩი: მონაკო-პსჟ 0:0, პსჟ-რენი 1:1, ნანტი-პსჟ 0:2, პსჟ-სოსიედადი 2:0, პსჟ-ლილი 3:1;
სავარაუდო შემადგენლობები:
სოსიედადი: რემირო, ნორმანდი, ზუბელდია, ტრაორე, გალანი, ზუბიმენდი, მერინო, მენდესი, კუბო, ოიარსაბალი, სილვა.
დანაკლისი: ოდრიოსოლა, ელუსტონდო, მუნიოსი, ფერნანდესი.
პსჟ: დონარუმა, მარკინიოსი, ბერალდო, ლუკასი, ჰაკიმი, ზაირ-ემერი, ვიტინია, რუისი, ბარკოლა, დემბელე, მბაპე.
დანაკლისი: შკრინიარი, კიმპემბე, რიკო.
სოსიედადი-პსჟ:
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი;
5 მარტი, 23:55 (თბილისის დროით);
ანოეტა, სან-სებასტიანი;
მთავარი მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი);

![[პრევიუ] პსჟ ბასკეთში საქმის ბოლომდე მიყვანას ეცდება](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FcOYIEMD4F025drxJCUEiZSXz8PmUimhi.webp&w=3840&q=75)









