ვესტფალიელებს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უწევთ სერიოზული ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის დამკვიდრებისთვის. ჩემპიონობაზე ფიქრი ფანტასტიკის სფეროა, რადგან ლიდერ ლევერკუზენის ბაიერთან ჩამორჩენა 17 ქულას შეადგენს. გერმანიის ჩემპიონატში ჩატარებული 22 ტურის შემდეგ, "შავ-ყვითლები" 41 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, სიგნალ იდუნა პარკის ბინადრებმა ე.წ. ნამდვილი "სიკვდილის ჯგუფი" დაძლიეს. პარი სენ-ჟერმენთან ერთად, ამ გუნდმა მილანისა და ნიუკასლ იუნაიტედის ბარიერი გადალახა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ამ 4-ეულში პირველ პოზიციაზე სწორედ ედინ ტერზიჩის შეგირდები გავიდნენ.

ახლა კი ჯერია "თეთრ-წითლებზე", რომლებსაც ერედივიზიონში საქმეები ძალიან კარგად მისდით. 22 ტურის შემდეგ, ეს გუნდი არის პირველ ადგილზე და უახლოეს მდევარს, როტერდამის ფეიენოორდს 10 ქულით უსწრებს. ევროთასებზე კი "ფერმერებმა", ლონდონის არსენალთან ერთად, სევილიასა და ლანსის ბარიერი გადალახეს.
დორტმუნდი და ფილიპსის სტადიონის ბინადრები ისტორიის განმავლობაში ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის 2002-2003 წლების ჯგუფურ ეტაპზე. პირველ მატჩში გასვლაზე იმარჯვა ბორუსიამ (3:1), მეორე თამაში კი ფრედ (1:1) დასრულდა. ცნობისთვის, ამ ჯგუფიდან გავიდნენ ვესტფალიელები, გუს ჰიდინკის შეგირდებმა კი ასპარეზობა ბოლო ადგილზე დაასრულეს.

პეტერ ბოში (პსვ-ს მწვრთნელი): "დორტმუნდში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს და ამ გუნდთან თბილი მოგონებებიც მაკავშირებს. ჩვენი მოწინააღმდეგე ევროპული მასშტაბით ნამდვილად დიდი კლუბია. ახლა ვმუშაობ პსვ-ში და ჩემი მთავარი მიზანი სწორედ ამ გუნდთან ერთად არის წარმატების მიღწევა".
ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ვარ განწყობილი ოპტიმისტურად, დორტმუნდით კმაყოფილი ვარ. ჩვენს მოწინააღმდეგეს პრობლემები აქვს დაცვის ხაზში, რაზეც გაშვებული ბურთების რაოდენობა მეტყველებს. ვეცდებით ამით სარგებლობას. ვუფრთხით დე იონგსა და პსვ-ს ვინგერებს. ბორუსიას მთავარი იარაღი ბურთის კონტროლია".
პსვ-ს ბოლო 5 მატჩი: პსვ-ჰერაკლესი 2:0, ვოლენდამი-პსვ 1:5, აიაქსი-პსვ 1:1, პსვ-ალმერი 2:0, ფეიენოორდი-პსვ 1:0
დორტმუნდის ბოლო 5 მატჩი: ვოლფსბურგი-დორტმუნდი 1:1, დორტმუნდი-ფრაიბურგი 3:0, ჰაიდენჰაიმი-დორტმუნდი 0:0, დორტმუნდი-ბოხუმი 3:1, კიოლნი-დორტმუნდი 0:4
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
პსვ: ბენიტესი, რამალიო, ბოსალი, ტეზე, დესტი, შუტენი, ვერმანი, საიბარი, ბაკაიოკო, ლოზანო, დე იონგი
დანაკლისი: ლედესმა, ლენგი
დორტმუნდი: კობელი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, რიერსონი, მაატსენი, ოზქანი, საბიცერი, ბინოე-გიტენსი, მალენი, სანჩო, ფულკრუგი
დანაკლისი: ალერი, ადეიემი, ნმეჩა, დურანვილი
პსვ-დორტმუნდი
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, 23:55 (ჩვენი დროით)
ფილიპს არენა, ეინდჰოვენი
მთავარი მსაჯი: სრდან იოვანოვიჩი (სერბეთი)

![[პრევიუ] სანახაობრივი და სიურპრიზებით სავსე მატჩის მოლოდინში](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FCsSfQPJ2xStanfqzAeeN14eayZvvj9CD.webp&w=3840&q=75)







