დორტმუნდი ამ ტიტულის მოგებას მეორედ შეეცდება, რეალისთვის კი ჩემპიონთა ლიგის მოგება უკვე მარტივი ნადავლი გახდა - გუნდს 14-ჯერ აქვს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის თასი აწეული. 2-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა გუნდებს.
დორტმუნდმა ბუნდესლიგის სეზონი არც თუ ისე წარმატებით დაასრულა და მე-5 ადგილი დაიკავა, თუმცა დღეს მოგების შემთხვევაში, გუნდს შეუძლია ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს და ისტორიაში საუკეთესო სეზონი ჰქონდეს.
თავის მხრივ, რეალი ლა ლიგის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა და ახლა ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეეცდება. სამეფო კლუბი ფავორიტია. ამ მატჩს თან რამდენიმე ინტრიგა ახლავს.
დორტმუნდის ლეგენდა მარკო როისი ამ გუნდის მაისურით თავის ბოლო მატჩს გამართავს, ისევე, როგორც რეალის გერმანელი გენიოსი ტონი კროოსი, რომელიც კარიერას ასრულებს. რეალის ლიდერი ჯუდ ბელინგემი კი მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩში ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ითამაშებს.
ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "ამ ტურნირზე ყველაზე მეტჯერ გვაქვს კარი მშრალად შენახული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. სეზონი ცუდად დავიწყეთ, თუმცა ახლა სულ სხვა გუნდი ვართ და ტიტულის მოგება შეგვიძლია. ვიცი, რომ ამ ტურნირის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და ფავორიტადაც მიიჩნევიან, თუმცა ჩვენთან პსჟ-ც ფავორიტი იყო."
კარლო ანჩელოტი (რეალის მწვრთნელი): "რეალი შეეცდება ბოლო 10 წელიწადში მე-6 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგოს. საოცარი გრძნობაა, როდესაც სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს ისტორიულ სტადიონზე - უემბლიზე - თამაშობ და ეს ყველასთვის ორმაგი მოტივაციაა. ფინალია და შესაბამისად, ადვილი მატჩი არ გველის."
დორტმუნდი-რეალი:
ჩემპიონთა ლიგა, ფინალი;
1 ივნისი, 23:00;
უემბლი, ლონდონი;
მთავარი მსაჯი: სლავკი ვინჩიჩი (სლოვენია);
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] სეზონის ბოლო მატჩი და ბევრი ინტრიგა - დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია!](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fyb5ZeY5Dt6hQhCuJeQqKomtzxCOaPxaK.webp&w=3840&q=75)







