ამ მატჩის წინ უდინეზე-რომას შეხვედრა ვიხილეთ, სადაც, სამწუხაროდ, არც ისე კარგ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მატჩის მიმდინარეობის დროს ევან ნ’დიკა შეუძლოდ გახდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამის შემდეგ გუნდების კაპიტნებმა და მწვრთნელებმა მატჩის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ, ფეხბურთელი ახლა თავს კარგად გრძნობს, შეხვედრა კი, დიდი ალბათობით, 1:1-დან გაგრძელდება.
რაც შეეხება მილანს, რომასთან წაგებული მატჩის შემდეგ, პიოლის გუნდმა კიდევ ერთი თამაში ვერ მოიგო. მაპეიზე გამართულ თრილეში მაყურებელმა 6 გატანილი გოლი იხილა, სასუოლო-მილანი ანგარიშით 3:3 დასრულდა. როსონერის არასტაბილური თამაში მთელი სეზონია გრძელდება.

დანიელე დე როსი (რომას მწვრთნელი): "დარწმუნებულები ვართ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. ვეცდებით საქმის ბოლომდე მიყვანასა და ევროპა ლიგის შედეგ ეტაპზე გასვლას. ჩემს შეგირდებს ვენდობი და მათი შრომით კმაყოფილი ვარ. მომწონს მათი მენტალიტეტი, თავდაჯერებულობა და სიმშვიდე, რომლითაც თამაშობენ".
სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "ჩემი ფეხბურთელების მჯერა, რადგან მათი შესაძლებლობების შესახებ კარგად მომეხსენება. ძალიან კარგად იციან, თუ რა უნდა აკეთონ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში. დღეს უნდა გამოვავლინოთ ჩვენი საუკეთესო თვისებები იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული ამბიციები დავიცვათ".
სავარაუდო შემადგენლობები
რომა-მილანი:
ევროპა ლიგა, 1/4 ფინალი;
18 აპრილი, 23:00 (თბილისის დროით);
სტადიო ოლიმპიკო, რომი;
მთავარი მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).
ატალანტა - ლივერპული

ჯერჯერობით მთავარი სენსაცია ევროპა ლიგაზე. როგორც მოგეხსენებათ, ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ატალანტას გამანადგურებელი მოგებით დასრულდა, თანაც სტუმრად, ანგარიშით 3:0. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს იურგენ კლოპის ბოლო მატჩი ევროპაში ლივერპულთან ერთად, ან იქნება მისი გუნდი ქამბექს შემოგვთავაზებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ატალანტა-ლივერპული:
ევროპა ლიგა, 1/4 ფინალი;
18 აპრილი, 23:00 (თბილისის დროით);
გევის სთეიდიუმი, ბერგამო;
მთავარი მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი);
გევის სთეიდიუმი, ბერგამო;
მთავარი მსაჯი: ფრანსუა ლეტესიე (საფრანგეთი);
ვესტ ჰემი - ლევერკუზენი

ლევერკუზენმა ბუნდესლიგის ჩემპიონობა უკვე გაიფორმა და ახლა მთელი ძალებით ევროპა ლიგაზე გადასვლა შეუძლია. ამ გუნდების პირველი მატჩი დასრულდა ბაიერის მოგებით, ანგარიშით 2:0. ვესტ ჰემს ხელს უწყობს შინ თამაშის უპირატესობა, მაგრამ ამ წყვილში ფავორიტად მაინც "ფარმაცევტები" მოიაზრებიან.
სავარაუდო შემადგენლობა
ვესტ ჰემი-ლევერკუზენი:
ევროპა ლიგა, 1/4 ფინალი;
18 აპრილი, 23:00 (თბილისის დროით);
ლონდონ სთეიდიუმი, ლონდონი;
მთავარი მსაჯი: ხოსე მარია სანჩეს მარტინესი (ესპანეთი).
18 აპრილი, 23:00 (თბილისის დროით);
ლონდონ სთეიდიუმი, ლონდონი;
მთავარი მსაჯი: ხოსე მარია სანჩეს მარტინესი (ესპანეთი).
მარსელი - ბენფიკა

ამ წყვილში გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. პირველ შეხვედრაში იმარჯვა ბენფიკამ, ანგარიშით 2:1. იმის გათვალისწინებით, რომ მარსელი სახლში თამაშობს და ლისაბონელთა უპირატესობა ერთბურთიანია, შეიძლება ითქვას, რომ შანსები თანაბარია. მაყურებელი საძაბული და სანახაობრივი მატჩის მოლოდინშია.
სავარაუდო შემადგენლობა
მარსელი-ბენფიკა:
ევროპა ლიგა, 1/4 ფინალი;
18 აპრილი, 23:00 (თბილისის დროით);
ველოდრომი, მარსელი;
მთავარი მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია).

![[პრევიუ] სტადიო ოლიმპიკოზე დიდი ბრძოლა გველოდება: რომა - მილანი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FOhJ7qGkpzXCR6bk8XDpMW8qdPxfODXyo.webp&w=3840&q=75)









