როგორც ლაციო, ისე მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, თუმცა როსონერის ამ მხრივ საქმე ბევრად კარგად აქვს. სარის გუნდი 40 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება და ოთხეულს 8 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება პიოლის გუნდს, როსონერი 53 ქულით მესამე ადგილზეა.
ლაციოს ამ შეხვედრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნთან განმეორებითი მატჩი ელოდება, თუმცა ამის მიუხედავად, დიდი შანსია სარიმ გუნდი ძალიან არ გადაახალისოს. ოთხეულში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა და გუნდს გამარჯვებები სჭირდება.
პიოლის გუნდი ამ მატჩს ცუდ ფორმაში ხვდება - "როსონერიმ" ბოლო 3 მატჩიდან ვერც ერთის მოგება მოახერხა. იმის მიუხედავად, რომ რაფა ლეაო კარგ ფორმაში შევიდა, პიოლის გუნდი კრიტიკას მაინც ვერ უძლებს.
მაურიციო სარის მატჩისწინა პრესკონფერენცია ჯერ არ გამართულა.
სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "წინ რთული მატჩი გველოდება, ლაციოს ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს და სარიც ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და როტაციას არ ვგეგმავ. სათამაშოდ ყველა მზადაა და იმედი მაქვს 3 ქულას მოვიპოვებთ."

ლაციოს ბოლო 5 მატჩი: ფიორენტინა-ლაციო 2:1, ტორინო-ლაციო 0:2, ლაციო-ბოლონია 1:2, ლაციო-ბაიერნი 1:0, კალიარი-ლაციო 1:3.
მილანის ბოლო 5 მატჩი: მილანი-ატალანტა 1:1, რენი-მილანი 3:2, მონცა-მილანი 4:2, მილანი-რენი 3:0, მილანი-ნაპოლი 1:0.
ურთიერთშეხვედრები (ბოლო 5 მატჩი): მილანი-ლაციო 2:0, მილანი-ლაციო 2:0, ლაციო-მილანი 4:0, ლაციო-მილანი 1:2, მილანი-ლაციო 4:0.
გუნდების სავარაუდო შემადგენლობები:
ლაციო: პროვედელი, ლაძარი, ხილა, რომანიოლი, მარუშიჩი, გენდუზი, კატალდი, ლუის ალბერტო, ისაქსენი, იმობილე, ფელიპე ანდერსონი
დანაკლისი: პატრიკი, როველა.
მილანი: მენიო, კალაბრია, ჩაო, გაბია, ტეო ერნანდესი, ადლი, ბენასერი, პულისიკი, ლოფტუს-ჩიკი, ლეაო, ჟირუ
დანაკლისი: იოვიჩი, პობეგა.
ლაციო - მილანი:
სერია ა, 27-ე ტური;
1 მარტი, 23:45 (თბილისის დროით);
სტადიო ოლიმპიკო, რომი;
მთავარი მსაჯი: მარკო დი ბელო (იტალია);

![[პრევიუ] ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი: ლაციო - მილანი](/_next/image?url=https%3A%2F%2Flagazzetta-uploads.s3.us-east-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FTHQhDfcr2IqBzhxfBYndVUu7yjhOKAdH.webp&w=3840&q=75)








