ლოთარ მათეუსმა პარის სენ-ჟერმენისა და მიუნხენის ბაიერნის წყვილში ფავორიტი დაასახელა. ლეგენდარული ნახევარმცველისთვის ასეთი გუნდი "რეკორდმაისტერი" არის. ყოფილ გერმანელ შუახაზელს სჯერა, რომ მის ექს-გუნდს პსჟ-სთან მოგება შეუძლია.
"ბაიერნმა მიმდინარე სეზონში გამარჯვება მოიპოვა ყველა თავის მატჩში და მათ მოდუნება არც ახლა ეტყობათ. მათ აქვთ სრულყოფილი შედეგი, რასაც ვერ ვიტყვი პარის სენ-ჟერმენზე, რომელმაც ქულები რამდენჯერმე უკვე დაკარგა. დღევანდელი შეხვედრა? ფავორიტები მიუნხენელები არიან.
პსჟ-ს არ ჰყავს ნოიერის, კეინის, კიმიხისა და ოლისეს დონის ფეხბურთელები. დიახ, მათ "რეკორდმაისტერი" დაამარცხეს მსოფლიო საკლუბო მუნდიალზე, მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე უპირატესობა აშკარად გერმანული კლუბის მხარეს არის", - განაცხადა ალიანც არენას ბინადრების ყოფილმა შუახაზელმა.









