ამ ხნის განმავლობაში, პარიზელებს 2-ჯერ უნდა გადაეხადათ მბაპესთვის თანხა, თუმცა პროცესი ორჯერვე გადაიდო, რადგან პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მათ მბაპეს მიმართ არანაირი ფინანსური ვალდებულება არ გააჩნიათ.
სასამართლო დავა ჯერ არ დასრულებულა. თუ პსჟ საჭირო დოკუმეტებს არ წარმოადგენს, სადაც ასახული იქნება, რომ მათ მბაპესთან დავალიანება არ აქვთ, კლუბს კილიანისთვის თანხის გადახდა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკვალიფიკაციას მიიღებს.
დღეს მათ ბოლო დღე ჰქონდათ. იმის გამო, რომ პსჟ დისკვალიფიკაციას გადარჩენილიყო, პსჟ-მ ჭკვიანურ ხერხს მიმართა და ეს 55 მილიონი არა მბაპეს, არამედ დროებით UEFA-ს გადაურიცხა.
ამით კლუბმა შესაძლო დისკვალიფიკაცია აირიდა და მანამ სანამ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, ეს თანხა პსჟ-ს UEFA-ში ექნება ჩადებული.










