სულ რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ დიდი შანსია პსჟ კილიან მბაპეს უმცროსმა ძმამ, 17 წლის ითანმაც დატოვოს. კილიანის კლუბიდან ოფიციალურად წასვლის შესახებ ინფორმაცია, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. რაც შეეხება ითანს, ყველა ფიქრობდა, რომ უმცროსი მბაპე პსჟ-ში აუცილებლად დარჩებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, ფეხბურთელის ოჯახი და პსჟ, ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან.
ამ სიტუაციას კიდევ ერთი ფრანგული კლუბი ყურადღებით აკვირდება, კერძოდ ლილი. კილიანის მსგავსად, ზაფხულში ითანიც თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი დამატება უფასოდ იქნება შესაძლებელი.
ლილში ახალგაზრდა ფეხბურთელის ტალანტის სჯერათ, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში მბაპეს ოჯახთან ტრანსფერზე მუშაობა, ოფიციალურად დაიწყება.