მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ჩელსის დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, პარიზულმა კლუბმა 2 ისტორიული რეკორდი დაამყარა.
მიმდინარე სეზონში პსჟ-მ ჯამში 65 შეხვედრა ჩაატარა, რაც 21-ე საუკუნეში ამ გუნდის მხრიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქამდე ამ კლუბის რეკორდი 61 შეხვედრა იყო, რომელიც პსჟ-მ 1994/95 წლების სეზონში ჩაატარა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალი რიგით მე-6 ფინალი იყო პსჟ-ს ისტორიაში, რაც ფრანგულ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია. აქამდე, ეს რეკორდი მარსელს ეკუთვნოდა, რომელთაც საერთაშორისო ტურნირების ფინალში 5-ჯერ ითამაშეს.









