ჩემპიონთა ლიგის ფაზის მესმაე ტურში პსჟ სტუმრად ლევერკუზენს დაუპირისპირდა და 2:7 გაანადგურა.
პარიზელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო, ბოლო 15-დან კი 13 გამარჯვება მოიპოვა, რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა ამ გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
ტურნირის მოქმედმა გამარჯვებულებმა წლევანდელ სეზონში სამიდან სამივე შეხვედრა მოიგეს და ცხრილის სათავეში არიან.









