საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური შეხვედრა ნანტსა და პსჟ-ს შორის შედგა, რომელიც პარიზელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.
ლუის ენრიკემ ამ შეხვედრაში შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა, რაც თამაშის ხარისხზეც აისახა და მოქმედ ჩემპიონებს თავიდან ძალიან გაუჭირდათ.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, 67-ე წუთზე ანგარიში ვიტინიამ გახსნა. გონსალო რამოშმა მალევე გაიტანა, თუმცა არ ჩაითვალა და პსჟ-მ მინიმალური ანგარიშით მოიგო.
პარიზელთა ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო.
ნანტი 0-1 პსჟ
გოლები: 0-1 ვიტინია (67')









