საფრანგეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის გადადებული მატჩი მარსელსა და პსჟ-ს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
ერთადერთი გოლი აგუერიმ მე-5 წუთზე გაიტანა, რის შემდეგაც მარსელმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლო და მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ეს პარიზელთა პირველი მარცხი იყო მიმდინარე სეზონში.
ძირითად შემადგენლობაში იყო პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც 6.6 შეფასება მიიღო.









