უკვე გადაწყვეტილია, რომ პსჟ-ს იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს. ახალი კლუბი ჯერჯერობით უცნობია.
დონარუმამ სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა ვრცელი განცხადება, სადაც ის გუნდს დაემშვიდობა.
იტალიელი მეკარის წასვლას პსჟ-ს ფეხბურთელები ეხმურებიან, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც.
"მადლობა ყველაფრისთვის ნომერო ერთო", - უსმან დემბელე
"დიდი მადლობა შიშო", - ვიტინია
"მადლობა ყველაფრისთვის, ძმაო", - ხვიჩა კვარაცხელია
"საუკეთესო ხარ, მადლობა ჯიჯო", - დეზირე დუე









