21 წლის ფეხბურთელმა აიმან კარიმ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. მოგეხსენებათ, კარი პსჟ-ს საკუთრება იყო.
პარიზულ გუნდში ის 2023 წლიდან ირიცხებოდა, გასულ სეზონში კი ლორიენში იყო განათხოვრებული, სადაც 19 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.
ლუის ენრიკეს წელს მისთვის შანსის მიცემა სურდა, თუმცა კარი ვარჯიშზე პლიუს 8-10 კილოგრამით მიდიოდა და სრულფასოვნად არ ვარჯიშობდა.
კარი აცხადებს, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ თავად ფეხბურთელის აზრით, ფეხბურთში მისი ადგილი არ არის და სამომავლოდ ვერ განვითარდება.
აღსანიშნავია, რომ კარი აფრანგეთის 18, 19 და 20 წლამდე ნაკრებებშიც თამაშობდა და ადრეულ ასაკში მისით მანჩესტერ სიტი და ბაიერნი ინტერესდებოდა.









