პარის სენ-ჟერმენის კაპიტანმა, მარკინიოს კორეამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ჩელსისთან მარცხი შეაფასა. მან აღნიშნა, რომ პსჟ-ს მომავალ სეზონში უფრო გაუჭირდება, რადგან მეტოქეებმა მისი გუნდი კარგად შეისწავლეს. ლონდონელებთან წაგებაც ბრაზილიელი უკანახაზელის აზრით სწორედ ამის დასტურია.
"ჩელსის ფეხბურთელებმა კარგად შეისწავლეს ჩვენი სუსტი მხარეები და პირველ ტაიმში გვაჯობეს. გონზე მოსასვლელად საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. პარის სენ-ჟერმენისთვის მთავარი სირთულეები დაიწყება ახლა, რადგან მეტოქეებმა ჩვენი შესწავლა უკვე დაიწყეს.
პსჟ იყო ძალიან ეფექტური ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერთან, ასევე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რეალთან, ბაიერნსა და ატლეტიკოსთან, მაგრამ ლონდონელებთან ეს აღარ გამოგვივიდა. მეტოქე მართლაც ძალიან კარგად იყო მომზადებული"









