საქართველოს სუპერლიგის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი დღეს ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ქუთაისი 2010-სა და თსუ-ს დაპირისპირება იხილა.
მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გამარჯვება სრულიად დამსახურებულად მასპინძელ გუნდს დარჩა. ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 93:82 დაფიქსირდა. კოტე ტუღუშის გუნდი ჩემპიონის ტიტულს კვლავ არ თმობს და ზედიზედ მეორედ, ხოლო ჯამში მეოთხედ ჩემპიონი ხდება.
შეგახსენებთ, სუპერლიგის ფინალი ქუთაისში დაიწყო, სადაც ორი გამარჯვება თსუ-ს დარჩა. შემდეგ ორ მატჩში კი ქუთაისურმა კლუბმა ანგარიში შემოაბრუნა და დღეს, საქმის ბოლომდე მიყვანაც მოახერხა.
ფოტო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია









