ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ბარსელონამ მადრიდის ატლეტიკო ანგარიშით 3:0 დაამარცხა. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი შეხვედრა "როხიბლანკოსმა" მოიგო 4:0, კატალონიელებს 3-ბურთიანი უპირატესობა ფინალში გასვლისთვის არ ეყოთ.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩის მიმდინარეობას, "ბლაუგრანას" მხრიდან დუბლი გაიფორმა მარკ ბერნალმა, ასევე ერთი გოლი რაფინია ბელოლიმაც შეაგდო. დიეგო სიმეონეს გუნდი გადის კოპა დელ რეის ფინალში, რომელშიც ატლეტიკსა და სოსიედადს შორის ერთ-ერთს შეხვდება.
ბარსელონა 3:0 ატლეტიკო
გოლები: 1:0, 3:0, მარკ ბერნალი 29', 72', 2:0 რაფინია ბელოლი 45+5.









