სერია A-ს მე-14 ტურის დასკვნითი მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც მაყურებელმა ტორინოსა და მილანის დაპირისპირება იხილა.
იმის მიუხედავად, რომ "ხარები" მე-17 წუთისთვის უკვე 2-0 იგებდნენ, მილანმა მაინც მოახერა დაქამბექება და უმნიშვნელოვანესი 3 ქულაც მოიპოვა. მატჩის გმირი კრისტიან პულისიკი გახდა, რომელიც მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, ზუსტად 11 წუთში კი დუბლი შეასრულა.
მილანმა ამ გამარჯვების შემდეგ 31 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზე დაბრუნდა. რაც შეეხება ტორინოს, მარკო ბარონის გუნდი 14 ქულით, მე-16 პოზიციაზე დარჩა.
ტორინო 2-3 მილანი
გოლები: 1-0 ნიკოლა ვლასიჩი (პენ.) 10', 2-0 დუვან ზაპატა 17', 2-1 ადრიენ რაბიო 24', 2-2 კრისტიან პულისიკი 67', 2-3 კრისტიან პულისიკი 77'.
მატჩის მიმოხილვა









