პრემიერ ლიგის 26-ე ტურის მორიგი მატჩი გუდისონ პარკზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ევერტონი და მანჩესტერ იუნაიტედი დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საოცრად დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. იმის მიუხედავად, რომ ევერტონმა პირველი ტაიმი 2-0 მოიგო, მეორე ნახევარში სრულიად განსხვავებული მანჩესტერ იუნაიტედი ვიხილეთ, რომელმაც მოახერხა და ურთულეს შეხვედრაში დააქამბექა.
ევერტონიდან გოლების გატანა ბეტუმ და აბდულაიე დუკურემ მოახერხეს, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედიდან თავი ბრუნო ფერნანდეშმა და მანუელ უგარტემ გამოიჩინეს. მატჩი საბოლოო ჯამში ფრედ, 2-2 დასრულდა.
ევერტონმა ამ მატჩის შემდეგ 31 ქულა მოაგროვა და მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა. ხოლო რაც შეეხება რუბენ ამორიმის გუნდს, მანჩესტერ იუნაიტედი 30 ქულით, მე-15 პოზიციაზე დარჩა.