ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში იანიკ სინერმა დანილ მედვედევი 5 სეტიან ბრძოლაში (3-6, 3-6, 6-4, 6-4, 6-3) დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემი მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 22 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა საწყისი ორი სეტი წააგო, თუმცა საბოლოოდ მატჩი შემოატრიალა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული ქალთა შეჯიბრში არინა საბალენკა გახდა, რომელმაც ქინვენ ჟენგი 2 სეტში (6-3, 6-2) დაამარცხა.
ქამბექი ფინალში - სინერი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია









