"გველები" ამ გამარჯვებით აგროვებენ 61 ქულას და სერია ა-ში ლიდერობას იმყარებენ. მოქმედი ჩემპიონების უახლოესი მდევარი არის ნაპოლი, რომელიც 57 ქულით მე-2 პოზიციაზე არის. "პარტენოპეი" თავის მატჩს დღეს გამართავს.
Serie A
ქამბექი მეზობლების მსგავსად - ინტერმა მონცა დაამარცხა

სერია ა-ს 28-ე ტურში მილანის ინტერმა მონცა საკუთარ კედლებში 3:2 დაამარცხა. ყველაფერი დაიწყო ლაუტარო მარტინესის არჩათვლილი გოლით, რომელსაც "ბიანკოროსიმ" 2 ბურთი მიაყოლა. შემდეგ კი დაიწყო "ნერაძურის" ქამბექი: მარკო არნაუტოვიჩი, ჰაკან ჩალჰანოღლუ და ბოლოს გეორგიოს კირიაკოპულოსის ავტოგოლი.










