ეროვნული ლიგის მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც ტორპედომ დინამო თბილისს უმასპინძლა. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი ქართული კლასიკო იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა.
ტორპედომ დინამოს ორი უპასუხო გოლი გაუტანა და 1 მარტის შემდეგ, პირველად მოიპოვა გამარჯვება. მასპინძელი გუნდიდან თავის გამოჩენა სოლომონ კვერკველიამ და გიორგი კოხრეიძემ მოახერხეს.
ქუთაისურმა გუნდმა ამ გამარჯვების შემდეგ 8 ქულა მოაგროვა, რითაც გასავარდნ ზონას თავი დააღწია და მე-7 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება დინამო თბილისს, დედაქალაქური კლუბი 11 ქულით, მე-4 პოზიციაზე დარჩა.
ტორპედო ქუთაისი 2-0 დინამო თბილისი
გოლები: 1-0 სოლომონ კვერკველია 22', 2-0 გიორგი კოხრეიძე 26'.









