ორივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა 81 კგ წონით კატეგორიაში მოიგეს — ოქროს ვლადიმერ ახალკაცი დაეუფლა, ხოლო ვერცხლს ირაკლი ბეროშვილი დასჯერდა.
ახალკაცმა ფინალამდე იტალიელი, ბულგარელი, ნიდერლანდელი და ჩეხი სპორტსმენები დაამარცხა, ხოლო ბეროშვილმა ორ იტალიელ და ერთ ნიდერლანდელ ძიუდოისტებს აჯობა.
რომის ღია პირველობაზე ქართული ფინალი დაძაბული გამოდგა და ორთაბრძოლის შუაში, მსაჯებმა აკრძალული ილეთის გამო ირაკლი ბეროშვილი დასაჯეს და გამარჯვებული ვლადიმერ ახალკაცი გახდა.









