ავსტრიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ოთარ კიტეიშვილის შტურმი სტუმრად ლასკს დაუპირისპირდა, ფრედ 2:2 ითამაშა და ბოლო ტურში გამარჯვების შემთხვევაში, ჩემპიონი ხდება.
შტურმის ქართველმა ლიდერმა, ოთარ კიტეიშვილმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და დუბლი შეასრულა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩი გამართა. კვეკვესკირის ლეხი დაუპირისპირდა ლეგიას და 1:2 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა საგოლე გადაცემა გააკეთა.
ლა ლიგაში მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა. ვალენსიას ქართველმა კიპერმა ერთი ურთულესი სეივი გააკეთა და მთელი თამაში დამაჯერებელი იყო. ვალენსიასა და რაიოს მატჩი უგოლოდ დასრულდა.
ლიგა 1-ში კვლავ გაიბწყინა გიორგი მიქაუტაძემ. მეცის ქართველი ფორვარდი თავის გუნდში საუკეთესო იყო და გოლი გაიტანა, თუმცა მეცი სტრასბურგთან მაინც დამარცხდა, თუმცა ლიგა 1-ში დარჩენის თეორიული შანსი დაიტოვა.









