დათი გიორგაძე ბოლო 4 წელია, დინამოს აკადემიაში ფლეიმეიქერის პოზიციაზე თამაშობს. ის ძალიან ნიჭიერი და კრეატიული მოთამაშეა, რომელსაც თამაშში ტაქტიკური გონიერება გამოარჩევს. დათისთვის ბარსელონას აკადემიაში თამაში დიდი შანსი და ოცნებაა.

სანდრო მახათაძე ლოკომოტივის 9-წლამდელთა გუნდის ცენტრალური მცველია. მას ძალიან უყვარს ბარსელონა და ამ კლუბში თამაშის შესაძლებლობა მისთვის დიდი მოტივაციაა. სანდრო ძალიან შრომისმოყვარე ფეხბურთელია, პოზიციურად სწორი მოთამაშე, გამოირჩევა ძლიერი დარტყმით და მებრძოლი ხასიათით.

ახალგაზრდა ფეხბურთელები სინჯებზე არიან მიწვეული, რომლის გავლის შემდეგაც შეეცდებიან "ლა მასიას" სრულფასოვან წევრები გახდნენ. ეს შესაძლებლობა მათთვის, შესაძლოა, კარიერული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდეს, რადგან ბარსელონას აკადემიაში მიღება დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.
ქართველი ფეხბურთელებიდან აქამდე ბარსელონას აკადემიაში გიორგი ჭანტურიას უთამაშია - გიორგიმ "ლურჯ-ბროწეულისფერი" მაისური 2009 წელს მოირგო - ის კატალონიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ესპანეთის რეგიონთა თასს დაეუფლა, ბარსელონას "ჯუვენილ B-ში" კი კატალონიიის ჩემპიონი გახდა.