2025/2026 წლების სეზონის ნახევარზე მეტი მიილია, ქართველ ლეგიონერებს შორის კი მიდის სერიოზული ბრძოლა იმის გამოსარკვევად, თუ ვინ გახდება მათ შორის საუკეთესო გოლეადორი. ამ მომენტისთვის გამოკვეთილია 3 კანდიდატი: ოთარ კიტეიშვილი (12 ბურთი), გიორგი მიქაუტაძე (11 ბურთი) და ზურიკო დავითაშვილი (11 ბურთი).
საუბარია ყველა ტურნირზე ერთად დაფიქსირებულ შედეგებზე. ამ სამეულის შემდეგ მოდის კიდევ ერთი ტრიო, ამ დროისთვის რვა გოლით - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილითაია და ლევან ნონიკაშვილი. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ 2025/26 სეზონის საუკეთესო ქართველი ლეგიონერების ტოპ 10
| ოთარ კიტეიშვილი | 12 გოლი, 29 მატჩი | შტურმი |
| ზურიკო დავითაშვილი | 11 გოლი, 20 მატჩი | სენტ-ეტიენი |
| გიორგი მიქაუტაძე | 11 გოლი, 31 მატჩი | ვილიარეალი/ლიონი |
| ლევან ნონიკაშვილი | 8 გოლი, 19 მატჩი | ვიონი |
| გიორგი ქვილითაია | 8 გოლი, 23 მატჩი | მეცი/არისი |
| ხვიჩა კვარაცხელია | 8 გოლი, 30 მატჩი | პსჟ |
| იური ტაბატაძე | 6 გოლი, 24 მატჩი | კადისი |
| გიორგი კვერნაძე | 6 გოლი, 26 მატჩი | ფროზინონე |
| დავით ვოლკოვი | 5 გოლი, 13 მატჩი | ზირა |
| ირაკლი იეგოიანი | 4 გოლი, 22 მატჩი | ექსელსიორი |









