28 წლის მცველი ლუკა გადრანი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. იერუსალიმის ბეითარში გადასვლის შემდეგ, მისი შედეგები ყველასგან გამორჩეულია.
გადრანმა ბეითარის შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, ყველა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელი იყო. აღსანიშნავია, რომ ამ 15 მატჩიდან მისმა გუნდმა არცერთი არ წააგო - 11 მოგება და 4 ფრე.
21 ტურის შემდეგ, ბეითარს 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციას იკავებს, ლიდერ ბეერ შევას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ მატჩში ქართველი მცველი თავისი პოზიციისთვის უმაღლეს შეფასებებს იღებდა - მინიმუმ 7.0 შეფასება ყველა მატჩში.
ყველაზე მაღალი, 8.2 შეფასება მან ჰაპოელის წინააღმდეგ მიიღო, როცა ბეითარმა მეტოქე 3:2 დაამარცხა, გადრანმა კი საგოლე გადაცემა მიითვალა.
დიდი ალბათობით, გადრანს მარტის სანაკრებო პაუზაზე საქართველოს ნაკრებში უნდა ველოდოთ. ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩებს 25 და 28 მარტს ისრაელის და ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს.









